რუსეთის მოქალაქეს პარიზში 110 ათას ევროდ ღირებული საათი წაართვეს

© FL/ Ami MorAudemars-Piguet-ის მარკის საათი
Audemars-Piguet-ის მარკის საათი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასულ კვირაში მსგავსი ფაქტი უკვე მეორედ მოხდა. პარასკევს ვენესუელის მოქალაქეს გასტაცეს 200 ათას ევროდ ღირებული Audemars-Piguet-ს მარკის საათი.

თბილისი, 5 მარტი — Sputnik. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში უცნობმა პირებმა რუსეთის მოქალქეს 110 ათას ევროდ ღირებული მაჯის საათი Graham წაართვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Parisien-ზე დაყრდნობით.

ინციდენტი კვირას, გამთენიისას მოხდა პარიზის ცენტრში, ოპერის პროსპექტზე.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის მოქალქე ორმა უცნობმა პირმა გაძარცვა — ხელიდან საათი წაგლიჯეს და მიიმალნენ. 

გასულ კვირაში მსგავსი ფაქტი უკვე მეორედ მოხდა. პარასკევს ვენესუელის მოქალაქეს გასტაცეს 200 ათას ევროდ ღირებული Audemars-Piguet-ს მარკის საათი.

ყველა ახალი ამბავი
0