თბილისი, 5 მარტი — Sputnik. ბრიტანელი რუფერი ჯეიმს კინგსტონი დუბაის პოლიციამ 24 საათით დააკავა მას შემდეგ, რაც მან ქალაქში სახიფათო ტრიუკები ჩაატარა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Gulf News-ზე დაყრდნობით.
რუფინგი — ეს თანამედროვე სუბკულტურაა, რომლის მიმდევრებიც მაღალსართულიანი სახლების სახურავებზე სახიფათო ილეთებს ატარებენ.
პოლიციამ ექსტრიმის მოყვარული შაბათს დააკავა, დაკითხა და კვირას ისევ გაათავისუფლა.
კინგსტონი იძულებული გახდა, წერილობით დაედო პირობა, რომ მსგავს სახიფათო ტრიუკებს აღარ გააკეთებდა.
25 წლის ბრიტანელი რუფერის დაკავების მიზეზი „იუთუბზე“ განთავსებული ვიდეორგოლი გახდა, რომელშიც ასახული იყო, როგორ ძვრებოდა ის მშენებლობაზე მდგარ მაღალ ამწეზე, რითაც კანონი დაარღვია.
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, რუფერმა არა მარტო თავის, არამედ იმ ადამიანების სიცოცხლესაც შეუქმნა საფრთხე, ვისაც შეიძლებოდა დასცემოდა.