ვითარება გზებზე: სვანეთში ზვავის ჩამოწოლის საშიშროებაა

© Photo: Courtesy of Elisabet Zhudroთეთნულდი
თეთნულდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზვავსაშიშროების გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ზვავსაშიშროების  გამო,  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესსამსახური.

ამავე გზის კმ30-კმ172 მონაკვეთზე ლიპყინულის გამო აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

რაც შეეხება დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტს, მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0