საპატრიარქოში ცნობილი სკანდალის შემდეგ პირველი სინოდის სხდომა დაინიშნა

© photo: Sputnikსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპატრიარქოში არ დაუზუსტებიათ რა საკითხები განიხილება წმინდა სინოდის სხდომაზე.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. პატრიარქთან დაახლოებული პირის მკვლელობის მზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ, წმინდა სინოდის პირველი სხდომა 9 მარტსაა დანიშნული. 

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავეს თბილისის აეროპორტში, საიდანაც იგი გერმანიაში გაფრენას გეგმავდა. მის ბარგში ნატრიუმის ციანიდი აღმოაჩინეს. დაკავებულმა დეკანოზმა დუმილი მხოლოდ 27 თებერვალს დაარღვია, თუმცა ყველა კითხვაზე პასუხი არ გაუცია და განაცხადა, რომ ამისათვის მას ოჯახის უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება. 

„ა.წ. 9 მარტს, 12 საათზე საქართველოს საპატრიარქოში გაიმართება საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა”, — ნათქვამია საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

რა საკითხებს განიხილავს წმინდა სინოდის სხდომა, საპატრიარქოში არ დაუზუსტებიათ, თუმცა როგორც მანამდე ჭყონდიდის ეპარქიის ეპისკოპოსმა მამა პეტრემ (ცაავა) განაცხადა, მთავარი განსახილველი საკითხი დეკანოზ გიორგი მამალაძისა და საპატრიარქოში შესაძლო კორუფციის თემა გახდება. 

როგორც ცნობილია დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და მისი ადვოკატის განცხადებით აპირებს უახლოეს ხანებში შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთოს. 


ყველა ახალი ამბავი
0