თბილისი, 4 მარტი — Sputnik. თურქეთის ხელისუფლების მიერ ინტერპოლის „წითელი ცირკულარით“ ძებნილი პირი საქართველოში საკონტროლო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ დააკავეს, იტყობინება საქართველოს შსს.
დაკავება თბილისის ინტერპოლის ბიუროსა და საქართველოს პოლიციის თანამშრომლების მიერ მოხდა.
დაკავებული ჰ.გ. დამნაშავედ არის ცნობილი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 109/1, 105/1, 53, 43, 63 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, რაც სექსუალურ ძალადობას და თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
წლის დასაწყისიდან ეს უკვე მესამე შემთხვევაა ინტერპოლის მიერ ძებნილის დაკავების.