პოლიციამ კახეთში 6 კგ ამონიუმი და 46 ვაზნა ამოიღო

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიდამნაშავის დაკავება
დამნაშავის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ფეთქებადი ნივთიერება და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული კ.კ. დააკავეს, რომელსაც საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ედება ბრალად, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.

„დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 6 კილოგრამი ფეთქებადი ნივთიერება ამონიუმი, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 46 საბრძოლო ვაზნა და ცეცხლსასროლი იარაღის დაშლილი დეტალები ამოიღეს“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ფეთქებადი ნივთიერება და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.

გამოძიება საბრძოლო მასალის ან ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

 

ყველა ახალი ამბავი
0