ქართული კერძი, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და ჩვენი სამზარეულოს ვანდალიზმი

,,გემრიელი“ ცხოვრების რეცეპტები ნათია მონტგომერისგან
გამოწერა
მისთვის სამზარეულო ადგილია, სადაც იდეები იბადება და ურთიერთობები იგება. საქართველოსგან შორს მყოფი მიხვდა, რომ „გემო გაეხსნა“ და კერძების ხელოვნება ფრანგულ კულინარიულ ინსტიტუტში შეისწავლა. ამ სფეროში ისე დახელოვნდა, რომ საქართველოში პირველი კულინარიული ტელეარხი „Food TV” გახსნა. როგორია ნათია მონტგომერის გემო-ვნება?

© FB/ Natia Montgomeryნათია მონტგომერი
ნათია მონტგომერი - Sputnik საქართველო
ნათია მონტგომერი
-ქალბატონო ნათია, როდის მიხვდით, რომ ამ თემით თქვენი გატაცება უკვე პროფესიონალურ ინტერესში გადაიზარდა?

— მაშინ შეერთებულ შტატებში ვცხოვრობდი, იქ მოგეხსენებათ, „ფუდზე“, საკვებზე ყველა გადარეულია და კულინარია მაღალ დონეზეა, ეს სფერო ძალიან მიტაცებდა. გადავწყვიტე, რომ ნიუ-იორკში არსებულ ფრანგულ კულინარიულ ინსტიტუტში მესწავლა. იტალიური კულინარიული აკადემიაც აქვეა. ამ ინსტიტუტში გავიარე პურის ცხობის ხელოვნება, კულინარიული ხელოვნება და შოკოლადის დამზადების ტექნოლოგიასაც გავეცანი. 

© ნ. მონტგომერის პირადი არქივიშოკოლადის ტრიუფელები ნათია მონტგომერისაგან
შოკოლადის ტრიუფელები ნათია მონტგომერისაგან - Sputnik საქართველო
შოკოლადის ტრიუფელები ნათია მონტგომერისაგან

- ანუ იმ ეტაპზე ქართულ სამზარეულოსთან შეხება არ გქონიათ?

— არა, ამერიკაში რომ წავედი, 25 წლის ვიყავი. ამ ასაკში, სამზარეულო, რასაც სახლში ქართულ კერძებს ვაკეთებდით, მარტო იმ დონეზე ვიცოდი. ამერიკაში წასვლამ კი საერთოდ გახსნა ჩემი გემო და კულინარია სულ სხვა კონტექსტში დამანახა. მერე ტელე უნარების ხშირი პრაქტიკა გვქონდა და მე უფრო ამ მიმართულებით წავედი. პროფესიონალი შეფ-მზარეული არ ვარ, ეს საქმე უფრო შოუს მიმართულებით მაინტერესებს. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ კულინარიაში მეცადა ბედი და ამ თემაზე ტელეგადაცემა მომემზადებინა. მოხდა ისე, რომ  მაშინ „რუსთავი 2“-მა მიმიწვია, იმ პერიოდში ბავშვიც პატარა მყავდა, ვიფიქრე, კარგი შესაძლებლობა იყო, მისთვის საქართველო გამეცნო, რადგან ამერიკაში იყო დაბადებული. მოკლედ ჩამოვედი საქართველოში და ამ ტელეკომპანიაში ჟანრი ლოლაშვილის მერე, კულინარიული სეგმენტი მიმყავდა, იქ ორი წელი ვიმუშავე. 

© ნათია მონტგომერის პირადი არქივიგადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო"
გადაცემაში დილა მშვიდობისა საქართველო - Sputnik საქართველო
გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო"

- ქალბატონო ნათია, იქნებ, აქვე, როგორც პროფესიონალმა მიპასუხოთ: როგორ უნდა ვაქციოთ კულინარია შოუდ, რომ გემრიელი კერძი საინტერესოდ მიწოდებულიც იყოს?

— ეს ბევრადაა წამყვანის საუბარზე დამოკიდებული. კულინარია სიღრმისეულად უნდა იცოდე, ამ საქმის მიმართ ვნებით უნდა იყო განწყობილი და რაც მთავარია, ინტელექტია აუცილებელი, იმიტომ, რომ მის გარეშე ჩვეულებრივ კერძსაც ვერ გააკეთებ და ისეთი არ გამოგივა, რომ ყველას მოწონება დაიმსახუროს. ამიტომაც კერძი რომ ეკრანზე მომზადდეს, ამ ყველაფრის მაყურებლამდე საინტერესოდ მიწოდებაც საჭიროა. საუბრის დროს თან უნდა აკეთო, რაც ძალიან რთულია, თავიდან ეს არ გამომდიოდა, ვჩერდებოდი და ისე ვლაპარაკობდი. ეს ჩვევა პრაქტიკით მოდის. ასევე საჭიროა, რა თქმა უნდა ღიმილი და საინტერესო, სახალისო ისტორიები, თანაც, განსხვავებული კერძიც უნდა დაამზადო. ამ ყველაფერს უნდა ახლდეს გულწრფელობა, რაც ძალიან დასაფასებელია. ამას მაყურებელი უმალ გრძნობს. „გაკრახმალებული“ და დადგმული შოუები დღეს არავის აინტერესებს. 

© ნ. მონტგომერის პირადი არქივიმორიგი გადაცემის გადაღებისას
მორიგი გადაცემის გადაღებისას - Sputnik საქართველო
მორიგი გადაცემის გადაღებისას

- ახლა საუბარში ორი მნიშვნელოვანი მომენტი ახსენეთ, რომ ამ საქმისთვის საჭიროა: ინტელექტი და ვნება, საინტერესოა, ყველაზე ინტელექტუალურ კერძად ქართულ და უცხოურ სამზარეულოში რომელი მიგაჩნიათ?

— მოგეხსენებათ, ქართული უნიკალური სამზარეულოა და კიდევ ვფიქრობ, კარგი გაგებით ცოტა ვანდალურიცა, იმიტომ, რომ მისთვის დამახასიათებელია ის, რომ გემოს დიდი ხნით გიტოვებს, მიგყვება და არ გადის… აბსოლუტურად ნებისმიერი ქართული კერძი რომ გასინჯო, ყველა გიტოვებს გემოს მთელი დღის მანძილზე… ასე არ არის, მაგალითად ევროპული სამზარეულო, რაც ძალიან რბილია და რომლის გემოც მალე გადის. აქედან გამომდინარე, ქართულიდან ასეთი ეშხი რომ მოდის, იმიტომაა ქართული კულინარია პოპულარული, ეს შეგრძნება უცხოელებისთვის არ არის ნაცნობი…

© ნ. მონტგომერის პირადი არქივინაყინი "ცივი შოკი" ფრაგმენტი წიგნიდან "ახალი ქართული კერძები" ნათია მონტგომერი
ნაყინი ცივი შოკი ფრაგმენტი წიგნიდან ახალი ქართული კერძები ნათია მონტგომერი - Sputnik საქართველო
ნაყინი "ცივი შოკი" ფრაგმენტი წიგნიდან "ახალი ქართული კერძები" ნათია მონტგომერი

- რისი „ბრალია“ ეს, — ნატურალური ინგრედიენტების თუ მათი უჩვეულო შეხამების?

— ალბათ ტემპერამენტის ბრალია! ქართული კერძები ძალიან ტემპერამენტიანია და ყოველთვის რაღაც ახლის ძიებაშია, მისი გემო არ „გასვენებს“, იმიტომ, რომ ცოცხალი კერძია და დუნე არ არის…

- ქალბატონო ნათია, თქვენ მარტო შოუთი არ დაკმაყოფილდით და პროფესიონალიზმის წყალობთ უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლეთ, რადგან პირველი კულინარიული ქართული ტელევიზია “Food TV” გახსენით…

— როცა შოუს წაყვანის კონტრაქტი დამიმთავრდა, მაშინ საქართველოში კულინარიული არხი არ იყო. ყველა მეუბნებოდა, რომ ეს ძალიან ძვირი და რთულია, მაგრამ ვფიქრობდი, რომ საქართველო თავისი სამზარეულოთი ისეთი მოწინავე ქვეყანაა, რომ წარმოუდგენელია,  ამგვარი არხი აქ არაპოპულარული ყოფილიყო. მოკლედ გავრისკე, ტელევიზიაში ბევრი რამ არ ვიცოდი. ალბათ რომ მცოდნოდა, არც გავაკეთებდი, რადგან ასეთი საქმის წამოწყება შემაშინებდა. უნდა ვთქვა, რომ ჩემ შემთხვევაში ხელი შემიწყო მარეგულირებელმა კომისიამ, რადგან  ქვეყანაში სპეციალიზირებული არხების განვითარება პრიორიტეტია. დღეს გვაქვს საინტერესო გადაცემები, მომავალშიც ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ ამ არხმა ძალიან აკრიფა მაყურებელი, მისი მაუწყებლობა მთელ საქართველოზე გადის. ჩვენთან გადაცემების ნაწილი მეორდება, ქართველები ცოტა დინჯი ხალხი ვართ და რაღაც რომ აღვიქვათ, ამისთვის მისი რამდენჯერმე ნახვა გვჭირდება. აქედან გამომდინარე, გამეორებაც არ არის ცუდი აზრი. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს მაყურებელს, ვინც მაძლევს იმის საშუალებას, რომ განვვითარდე. 

© ნ. მონტგომერის პირადი რქივიყვითელი ყაბაყის და სატაცურის პიცა ნათიასაგან
ყვითელი ყაბაყის და სატაცურის პიცა ნათიასაგან - Sputnik საქართველო
ყვითელი ყაბაყის და სატაცურის პიცა ნათიასაგან

- თუ შეიძლება, დაასრულეთ აზრი: სამზარეულო არის ადგილის, სადაც…

— სადაც იდეები იბადება, სადაც ოჯახური იდილიაა, სადაც ურთიერთობები იგება და ადგილი, რომელიც მომდურებულ ადამიანს შეგარიგებს, ეს ადგილია, რომელიც უკეთეს ადამიანად გაქცევს და შენი ცხოვრების მეორე ნახევარს აუცილებლად მოგაძებნინებს…

- სიტყვამ მოიტანა და, მეორე ნახევარი საქართველოში არ გიპოვნიათ…

— დიახ, მონტგომერი ეს ჩემი ამერიკელი მეუღლის გვარია, ჩემი გვარია გოგსელიძე. ჩემი მეუღლე ხელს ყველანაირად მიწყობს, რომ ამ არხმა იმუშაოს. მას გადაცემის წაყვანის ჩემეული მანერა ძალიან მოსწონს და ამბობს, რომ ის ძალიან უშუალო და გულწრფელია. ამ არხს ძალიან მშვიდ არხს ეძახის, რომლის ყურების დროს პოლიტიკისა და სხვა პრობლემებისგან დაისვენებ და ისიამოვნებ.

- დაასახელეთ ქართული კერძი, რომელიც ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს…

— შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დღევანდელი ქართული კერძი, რომელიც ინტერნაციონალურ სტანდარტებზე კვალიფიცირდება, ესაა შქმერული, იმიტომ, რომ მას აქვს ის თვისებები, რაც მოგარჩენს, გაგიჟებს და დიდხანს გაგყვება… ნიორი ისეთი მსოფლიო პროდუქტია, რაზეც ფილმებიცაა შექმნილი…

-ქართული ნიორი უფრო ძლიერია…

— მართალი ხართ და აქედან გამომდინარე, ეს კერძი ჩემი აზრით, კიდევ უფრო უნდა გაპიარდეს. 

- ბოლოს ლირიული გადახვევა: როგორია თქვენი ბავშვობის გემო, რასთან ასოცირდება ის? 

— ბავშვობის გემო ალბათ… უფრო ბადრიჯანთან ასოცირდება, ყველანაირთან: ნივრიან-ქინძიან ბადრიჯანთან. კიდევ კაკალ ქინძის გემოსთან ასოცირდება. თუმცა დღეს უცხოეთში ქინძს საპნის გემოსავით აღიქვამენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მისი გემო აუცილებელია ქართული კერძისთვის, კაკალი ქინძი ხომ მაინც სხვაა.. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0