ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მერაბიშვილის საქმეს 8 მარტს განიხილავს

© AP Photo / Christian Lutzადამიანის უფლებათა სასამართლო სტრასბურგში
ადამიანის უფლებათა სასამართლო სტრასბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო 8 მარტს განიხილავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჩივარს ქვეყნის ექს-შინაგან მინისტრის სასარგებლოდ გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

თბილისი, 4 მარტი — Sputnik. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატა  8 მარტს განმეორებით განიხილავს საჩივარს „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“, ამის შესახებ შს ექს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ყოფილმა ადვოკატმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ თავის Facebook გვერდზე დაწერა. 

მერაბიშვილის საქმე დიდი პლატას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჩივრის საფუძველზე გადაეცა, რომელიც ამ საქმეში სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოს ინტერესებს იცავს. 

იუსტიციის სამინისტრომ საჩივარი მას შემდეგ შეიტანა, რაც, 2016 წლის ივნისში ადამიანის უფლებათა სასამართლომ აღიარა მერაბიშვილის უფლებების დარღვევა მისი დაპატიმრების შემდგომ. 

„8 მარტს სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა მერაბიშვილის საქმის ზეპირ მოსმენას დაიწყებს“, — დაწერა კახიძემ. 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ჩათვალა, რომ მერაბიშვილის უფლებები მისის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დროს დაირღვა. 

საქმე ეხება 2013 წლის 14 დეკემბერს მომხდარ ინციდენტს. 

მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
პროკურატურა: მერაბიშვილი ციხიდან არ გაუყვანიათ

მერაბიშვილის თქმით, ღამით იგი მაშინდელ მთავარ პროკურორთან ოთარ ფარცხალაძესთან შესახვედრად წაიყვანეს, რომელიც მუქარით ითხოვდა მერაბიშვილისაგან ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას დაღუპვის საქმის გახსნაში დახმარებას და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშების წარდგენას. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკვე ჩაატარა გამოძიება, რომელმაც აჩვენა, რომ 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილი ციხიდან არ გაუყვანიათ. 

საქართველოს ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს. ის სისხლის სამართლის სამ საქმეშია ბრალდებული – 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევისა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეებში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0