ხოხონიშვილი: დედის დღეს ისეთი ნახატი მაჩუქა პირველმა შვილმა, ცრემლები ვერ შევიკავე
„პირველი შვილი ცხრამეტი წლის ასაკში შემეძინა. ყველა დედამ იცის, რომ პირველი შვილის გაჩენა შედარებით რთულია. არ იცი, რა და როგორ ხდება, ფსიქოლოგიურადაც არ ხარ მზად. ყველაფრის მიუხედავად, არასოდეს მიფიქრია, მეტს აღარ გავაჩენ-თქო“, — ამბობს ხოხონიშვილი.
მაკა ხოხონიშვილი 36 წლისაა და უკვე ათი შვილის დედაა. როგორც მაკამ განაცხადა, შვილი ყველაზე დიდი საჩუქარია და თუ უფალი მეთერთმეტე შვილს აჩუქებს, ძალიან ბედნიერი იქნება და აუცილებლად გააჩენს.