თბილისის მერმა დედებს ზეიმი მიულოცა

© FB / Мэрия Тбилиси თბილისის მერი დავით ნარმანია
თბილისის მერი დავით ნარმანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მერი დავით ნარმანია იმყოფებოდა „ძველ თბილისში“, სადაც დედის დღესთან დაკავშირებით სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. თბილისის მერმა დედებს დედის დღე მიულოცა და მათ ბედნიერება უსურვა,- ნათქვამია ქალაქის მერიის ვებ-გვერდზე.

ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისის ჩუღურეთის რაიონის ადმინისტრაციამ აღმაშენებლის გამზირის განახლებულ ნაწილში, რომელსაც „ძველი თბილისი“ ეწოდა საზეიმო ღონისძიება გამართა. აქვე ბავშვებისთვის  გამოყოფილი იყო სპეციალური კუთხე, სადაც მათ დედის დღესათან დაკავშირებით თავისი დედებისთვის შეეძლოთ საჩუქრის დამზადება.  

ნათია კუპრეიშვილი და მისი ქალიშვილი მართა - Sputnik საქართველო
ქართველი დედები და შვილები

„მინდა ყველა დედას მივულოცო ეს დღე და მათ ჯანმრთელობა, ბედნიერება და შვილების წარმატება ვუსურვო. მიხარია, რომ პატარები ასე კმაყოფილები არიან. დღეს ისინი გახარებული არიან, რადგან ეს მშვენიერი დღეს დედებს განსაკუთრებულად მიულოცეს“,- განაცხადა ნარმანიამ ღონისძიებაზე. 

დედის დღეს საქართველოში 3 მარტს აღნიშნავენ და ის უქმედ არის გამოცხადებული. ეს შედარებით ახალგაზრდა დღესასწაულია, რომელიც 26 წლის წინ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინივიატივით დაწესდა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0