საქართველოში პოლიციელ დედებს დღესასწაული მიულოცეს

© FB / Patrol policeქალი-პოლიციელები
ქალი-პოლიციელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქალები, რომლებიც დედები არიან, 3 მარტს სამსახურებრივი მოვალეობისგან გათავისუფლდნენ.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. შსს-ს რეგიონული დანაყოფების ხელმძღვანელებმა,  თავიანთ თანამშრომელ ქალბატონებს დედის დღე მიულოცეს და თაიგულები გადასცეს, ნათქვამია სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

დედაშვილობა - Sputnik საქართველო
აღსარება დედას

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გოგა რაზმაძემ, საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, მრავალშვილიან დედას — ეკატერინე ერაძეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დედის დღე 3 მარტის ღამეს პირადად მიულოცა.

 „დიდი ბედნიერებაა, როდესაც ადამიანს სამი შვილი ჰყავს, და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც სხვა ბავშვების უსაფრთხოებასა და მშვიდ ძილზე ზრუნავ. ეკა, დიდ წარმატებასა და ბედნიერებას გისურვებთ!“, — მიულოცა რაზმაძემ მას დედის დღე და ყვავილების თაიგული აჩუქა.

როგორც მან განაცხადა, მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქალები 3 მარტს დაისვენებენ. 


ყველა ახალი ამბავი
0