მოსკოვში დედის დღე აღინიშნება

© Sputnik, Лев Рыжковბავშვთა ანსამბლი
ბავშვთა ანსამბლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსკოვის ქართული დიასპორა დედის დღეს ქართული ლექსებით და ხალხური სიმღერებით აღნიშნავს.

თბილისი, 3 მარტი — Sputnik. ქართული დღესასწაული — დედის დღე, რომელიც ქვეყანაში 3 მარტს აღინიშნება და ოფიციალურ უქმე დღედ ითვლება, რუსეთის დედაქალაქშიც აღინიშნება.

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 4 მარტს გაიმართება. საღამოს ორგანიზატორია — რუსეთის საქართველოს ეროვნულ-კულტურული ფედერალური ავტონომია, რომლის მიზანია რუსეთში მცხოვრები ქართველების გაერთიანება, ქართული კულტურის და ენის პოპულარიზაცია. 

კაინოუ და მისი ახალი მეგობარი ტორნადო - Sputnik საქართველო
დედის მინაწერი აუტისტი ბიჭის ფოტოზე, რომელმაც მსოფლიოს ადამიანები შეძრა

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ქართული ლექსების ინტერაქტიული მხატვრული კითხვა და ქართული ხალხური სიმღერების შესრულება. საღამოს სპეციალური სტუმარია — ვოკალური ანსამბლი „ეგრისი“, რომელიც ქართულ ფოლკლორს ფანდურისა და აკორდეონის თანხლებით ასრულებს.

 „სხვადასხვა ეროვნების სტუმრებს ვიწვევთ. საღამო სახელწოდებაა „საქართველოს შვილი ვარ“ იმიტომ, რომ ზოგი საქართველოში დაიბადა, ზოგი რუსეთში, მაგრამ ეთნიკური ქართველია. ამიტომ თითოეული ჩვენგანი ამით მშობლიურ მიწა-წყალს პატივს ვცემთ“, — განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ ღნისძიების ორგანიზატორებმა.

საღამოს სტუმრებისთვის ასევე გაიმართება რეჟისორ ნანა ჯანელიძის მიერ 1994 წელს გადაღებული ფილმის „იავნანამ რა ქმნა?“ ჩვენება. 

 

ყველა ახალი ამბავი
0