გემრიელი რეცეპტები: როგორ მოვამზადოთ სამარხვო ღვეზელი

გამოწერა

იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეორეცეპტი რუბრიკიდან "გემრიელი რეცეპტები", თუ როგორ მოვამზადოთ სამარხვო ღვეზელი.

სამარხვო ღვეზელის მოსამსაზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები: ფენოვანი ცომი — 500 გრამი, ისპანახი — 700 გრამი, პომიდორი "ჩერი" — 400 გრამი, ქამა სოკო — 500 გრამი, ზეთი — 100 გრამი და საშუალო ზომის ორი თავი ხახვი.

დაჭერით სოკო, პომიდორი და ხახვი. სოკო ზეთში მოთუშეთ ორეგანოსთან ერთად. ისპანახი ცოტა ხანი ადუღებულ წყალში მოათავსეთ, შემდეგ კი დაჭერით და ზეთში მოთუშეთ ხახვთან და ნიორთან ერთად. ცალკე მოთუშეთ პომიდორი ნივრითა და ორეგანოთი.

შემდეგ ცომი ზეთიან ცხელ ტაფაზე მოათავსეთ და ჩანგლით დახვრიტეთ. დაიწყეთ ინგრედიენტების ტაფაზე რიგ-რიგობით გადატანა: ისპანახი, სოკო და პომიდორი და ცომის მეორე ნაწილით შიგთავსი გადაფარეთ და ასევე ჩაგლით დახვრიტეთ.

ღვეზელი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში მოათავსეთ 25-30 წუთის განმავლობაში. როგორც კი მისი ზედაპირი შეფერილობას მიიღებს, ღვეზელი ღუმელიდან გამოიღეთ. გახსოვდეთ, ღვეზელი იჭრება მხოლოდ გაგრილების შემდეგ. გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0