ყვავილების მოყვარული დედისა და ყვავილებში გაცოცხლებული შვილის ისტორია

© FB/ Eldina Tskvitaiaელდინა ცქვიტაია
ელდინა ცქვიტაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელდინა ცქვიტაია მოყვარული მეყვავილეა. მცენარეების სიყვარული ბავშვობიდან მოჰყვება. იგი ქალაქ გორში, მაღალსართულიან კორპუსში, ორ ოთახიან ბინაში ცხოვრობს, თუმცა ადგილის არქონის გამო უკან არასოდეს დაუხევია - მის სახლში კედლები, ფანჯრის რაფები, სათავსოები ათასფერი ყვავილებით არის დაფარული.

თუმცა ელდინას ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ერთ ყვავილს, ჩინურ ვარდს, რომელიც მის უფროს შვილთან, ლერისთან ერთად დაიბადა. დღეს ყვავილი ოცი წლის არის და ელდინას სახლში საპატიო ადგილას აქვს ბინა დადებული. თუმცა აღარ არის ელდინას ვაჟი… მან  16 წლის ასაკში დატოვა დედა და სამუდამო ნავსაყუდელში გადაინაცვლა. ძალიან ძნელია ჩემთვის ამ მძიმე ტრაგედიის თქვენამდე მოტანა, მაგრამ ვთვლი, რომ ელდინას მსგავს ძლიერ დედებს საზოგადოება უნდა იცნობდეს. 

© FB/ Eldina Tskvitaiaელდინა ცქვიტაიას ვაჟი
ელდინა ცქვიტაიას ვაჟი - Sputnik საქართველო
ელდინა ცქვიტაიას ვაჟი

–აფხაზეთიდან ვარ, სოფელი კოჩარადან. იქ თითქოს აუცილებელი პირობა იყო, რომ ეზო გალამაზებული და ყვავილებით დამშვენებული გვქონოდა. იქ მცენარეებიც მრავალფეროვანი იყო, რასაც იქაური ჰაერი და კლიმატი ძალიან უწყობს ხელს. ჩვენ ყვავილების სათბურიც გვქონდა, მაშინ მე პატარა ვიყავი. იმ ყვავილის სიყვარული დღემდე გამომყვა და ჩემი ფავორიტი ყვავილია დღემდე. ეს არის ფრეზია. ძალიან ლამაზი, სურნელოვანი ყვავილია. ძირითადად სუნამოების წარმოებისთვის იყენებდნენ. 

© FB/ Eldina Tskvitaiaელდინა ცქვიტაიას ყვავილები
ელდინა ცქვიტაიას ყვავილები - Sputnik საქართველო
ელდინა ცქვიტაიას ყვავილები

–დღეს ეზო აღარ გაქვთ, მაგრამ ისევ გაქვთ უამრავი ყვავილი. როგორ ახერხებთ მათ შენახვას, მოვლას მაღალსართულიან კორპუსში?

–დიახ, დიდი ფართობი არ მაქვს. მხოლოდ ორი ოთახია, მაგრამ მაინც ვცდილობ გავამრავლო და გავახარო ყვავილები. ძირითადად იები მაქვს, რადგან დიდ ადგილს არ იკავებს. მაქვს 20 წლის ჩინური ვარდი, ჩემი შვილის ტოლია. ძალიან დიდია. თებერვალში ვსხლავ, რომ კომპაქტურობა შეინარჩუნოს და დიდი ფართობიც არ დაიკავოს. 

© FB/ Eldina Tskvitaiaელდინა ცქვიტაიას ყვავილები
ელდინა ცქვიტაიას ყვავილები - Sputnik საქართველო
ელდინა ცქვიტაიას ყვავილები

–დაახლოებით რამდენი ძირი ყვავილი გექნებათ?

–სიმართლე გითხრათ არ დამითვლია. სავარაუდოდ 200 ქოთანი იქნება. 

© FB/ Eldina Tskvitaiaელდინა ცქვიტაიას ყვავილები
ელდინა ცქვიტაიას ყვავილები - Sputnik საქართველო
ელდინა ცქვიტაიას ყვავილები

–ზამთარში როგორ ახერხებთ მათ მოვლას?

–იმ ყვავილებს, რომლებიც ძირითადად აივანზე მყავს, ზამთარში დერეფანში ვაზამთრებინებ. სახლში უამრავი სათავსო მაქვს, სადაც განთავსებულია ჩემი ყვავილები. ვცდილობ მცირე ზომის ყვავილები გავამრავლო, რომ დიდი ადგილი არ დაიკავოს. ესენია იები, კაქტუსები, სუკულენტები. პელარგონიებს ზამთარში დერეფანში ვალაგებ. მათ ისედაც გრილი ადგილი უყვართ. სახლში ნამდვილა არ მაქვს ადგილი, რომ ოთახებში შემოვიტანო. ჩინური ვარდი აუცილებლად შემომაქვს სახლში, რომ არ გამიფუჭდეს. ამ ყვავილს ძალიან უჭირს გამოზამთრება და განსაკუთრებული პირობები სჭირდება. ჩემს სახლში ფანჯრის რაფები, სათავსოები, იატაკი, კედლები სავსეა ყვავილებით.

© FB/ Eldina Tskvitaiaელდინა ცქვიტაიას ყვავილები
ელდინა ცქვიტაიას ყვავილები - Sputnik საქართველო
ელდინა ცქვიტაიას ყვავილები

–ანუ თავისუფლად შემიძლია თქვენს სახლს ორანჟერია ვუწოდო.

–ეც ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. მთლად ორანჟერიას ვერ დავარქმევთ. 

–როგორ იწყება თქვენი დილა?

–ჩემი დილა ძალიან ადრე იწყება. მითუმეტეს ზაფხულში. ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს. სანამ გაიღვიძებს, უთენია ვდგები, რომ მორწყვა მოვასწრო, რადგან შემდეგ ჩემს შვილს ვჭირდები. ზაფხულში თითქმის ყოველ დღე სჭირდება მორწყვა, გასუფთავება, ამიტომ ჩემი დილა იწყება ყვავილებით. დღესაც მათთან ურთიერთობით ვამთავრებ. ყოველდღიურად ვამოწმებ რამე დაავადება არ შეეპაროთ. ერთმანეთთან ახლოს მილაგია და შესაძლოა მერე ერთმანეთს გადასდონ. ამიტომ პროფილაქტიკა აუცილებელია. ვცდილობ ყოველდღიურად მოვასუფთავო, შევაცალო მომჭკნარი ფოთლები, რათა არ დაობდეს და არ დააზიანოს ყვავილი. ხშირად სჭირდება მიწის გაფხვიერება და კიდევ სხვა სახის მოვლითი პროცედურები. ისეთი ყვავილი, რომ ხელის ხლება და მოვლა არ სჭირდებოდეს არ არსებობს. იას მინიმუმ წელიწადში ერთხელ უნდა მიწის გამოცვლა. საერთოდ ექვს თვეში ერთხელ უნდა გამოვუცვალოთ. როცა ამდენი ძირი ია გაქვს ამის გაკეთება მარტივი არ არის. 

© FB/ Eldina Tskvitaiaელდინა ცქვიტაიას ყვავილები
ელდინა ცქვიტაიას ყვავილები - Sputnik საქართველო
ელდინა ცქვიტაიას ყვავილები

–ამ ყველაფერს მარტო ახერხებთ თუ ვინმე გეხმარებათ?

–როცა დედაჩემი მოვა მაშინ ვახერხებ ყვავილების ძირფესვიანად მოვლას, გადარგვას, მიწის გამოცვლას და ა.შ. 

© FB/ Eldina Tskvitaiaელდინა ცქვიტაიას ყვავილები
ელდინა ცქვიტაიას ყვავილები - Sputnik საქართველო
ელდინა ცქვიტაიას ყვავილები

–აღნიშნეთ, რომ გაქვთ ყვავილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის. ამ ყვავილის ისტორიას ხომ არ მოგვიყვებით?

–დიახ, ეს არის ჩინური ვარდი. ზუსტად ჩემი შვილის ტოლაა, 20 წლის ხდება. ჩემი უფროსი შვილი, რომ გაჩნდა მაშინ დავაფესვიანე ტოტი და მას შემდეგ მაქვს. ლერი 16 წლის აპრილის თვეში გახდა, ოქროს დაბადების დღე ქონდა. აგვისტოში საშინელი ტრაგედია დამატყდა თავს. სათევზაოდ წავიდა მეგობრებთან ერთად მდინარეზე, დაუსხლტა ფეხი და…

უზომოდ უყვარდა ბუნება, ყვავილები, მდინარე, ხეები. ძალიან მოსწონდა თევზაობა. სანამ პატარა იყო მეც დავყვებოდი, მარტო არ ვუშვებდი. რომ წამოიზარდა რცხვენოდა დედასთან ერთად სათევზაოდ სიარული, მსაყვედურობდა უკვე დიდი ვარ და მარტო წავალო. ერთ დღესაც გავბედე და მარტო გავუშვი… 

მისი დაღუპვის დღიდან დაიწყეს ჩემმა იებმა ჭკნობა. ალბათ მათაც იგრძნეს ჩემი ტრაგედია, მაგრამ იმდენი ვქენი ყველა გადავარჩინე. მე მათში ჩემი შვილი გავაცოცხლე. ვფიქრობ, ეს ყვავილები მაახლოვებს ჩემს შვილთან და ამიტომ მაქვს მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება. მითუმეტეს, რომ მასაც ძალიან უყვარდა ყვავილები. ვფიქრობ, სანამ ეს ჩინური ვარდი იქნება სახლში, ჩემი შვილიც მანამდე მეყოლება ჩემთან, ამიტომ განსაკუთრებით ვუვლი.

© FB/ Eldina Tskvitaiaელდინა ცქვიტაიას ყვავილები
ელდინა ცქვიტაიას ყვავილები - Sputnik საქართველო
ელდინა ცქვიტაიას ყვავილები

იცოდა, როგორ მიყვარდა ყვავილები, ამიტომ  ყოველ წელს დედის დღეზე მოჰქონდა ჩემთვის გაზაფხულის პირველი ყვავილი. სანამ პატარა იყო ტყეში მარტო არ ვუშვებდი, ერთად მივდიოდით. იქვე ვიყავი, დაკრეფდა იებს, ლამაზად შეკრავდა და მომართმევდა. რომ წამოიზარდა მერე მარტო დადიოდა. სახლში მაშინაც ბევრი ყვავილი მქონდა, მაგრამ სულ მეუბნებოდა მე ველური ბუნება და ტყეში ამოსული ყვავილები უფრო მიყვარსო. გიჟდებოდა რევაზ ინანიშვილის და ვაჟა ფშაველას ნაწარმოებებზე. უამრავჯერ ქონდა წაკითხული ინანიშვილის „ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი“. არ ვიცი რატომ მოსწონდა ასე ძალიან. 

ყველა დედას, ვისაც ეს დიდი გულისტკივილი აქვს, მინდა სიძლიერე ვუსურვო. ისე გააგრძელეთ ცხოვრება, როგორც თქვენ შვილებს გაუხარდებოდათ. მათი სულის უკვდავსაყოფად ჩვენ ძლიერები უნდა ვიყოთ და ბევრი ვილოცოთ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0