ციცი ფალავანდიშვილი: ჩემი შვილები ყოველ წელს განსხვავებულად მილოცავენ დედის დღეს
„ყოველი დღე დედის არის, მაგრამ მაინც განსაკუთრებით აღვნიშნავთ 3 მარტს. როცა ჩემი შვილების ბავშვობისდროინდელ მისალოც ბარათებს ვკითხულობ, სასიამოვნო შეგრძნება მეუფლება“, — ამბობს ფალავანდიშვილი.
მუსიკოსი, ტექნიკური უნივერსიტეტის კაპელას ხელმძღვანელი, ქალბატონი ციცი ორი შვილის დედაა. მისი თქმით, დედის დღე მისთვის სასიამოვნო მოგონებებთან ასოცირდება.