მკერდის კიბო საქართველოში ყოველწლიურად ასობით ქალს გამოუვლინდება

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ცენტრალური კლინიკა
თბილისის ცენტრალური კლინიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველო“ დაჟინებით მოითხოვს, რომ სახელმწიფომ ძვირადღირებული პრეპარატის თანადაფინანსება მკერდის კიბოთი დაავადებულ ყველა ქალს მიაწოდოს.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. ყოველწლიურად მედიკოსები საქართველოში ქალებში მკერდის კიბოს 1800 ახალ შემთხვევას აღმოაჩენს, განუცხადა „Sputnik საქართველოს“ ორგანიზაცია „ევროპა დონა საქართველოს“ წარმომადგენელმა ანა მაზანიშვილმა.

„ევროპა დონა საქართველო“ მკერდის კიბოსთან ბრძოლის კოალიციის წევრია, რომელიც 2006 წელს დაარსდა. გაერთიანებაში ასევე ორგანიზაცია „კიბოს კვლევის ჯგუფი“ შედის. კოალიციაში გაერთიანებულია მედიკოსები, ქალები, რომლებმაც ეს დაავადება დაძლიეს, და ისინი, ვინც ამ პრობლემით დაინტერესებულია.

თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, საოპერაციო - Sputnik საქართველო
სიმსივნის მკურნალობის ინოვაციური მეთოდი საქართველოშიც ხელმისაწვდომია

ამჟამად საქართველოში მცხოვრები ქალები, რომლებსაც მკერდის კიბოს სამკურნალოდ ძვირადღირებული პრეპარატი „გერცეპტინი“ ესაჭიროებათ, მისი ღირებულების მხოლოდ 20%-ს იხდიან, დანარჩენ 80%-ს კი შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფარავს. თუმცა ერთი განსხვავება არსებობს: თბილისის მცხოვრებთ თანადაფინანსებას დაავადების სტადიის მიუხედავად იღებენ, რეგიონის მკვიდრნი კი — მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაავადება პირველ, მეორე ან მესამე სტადიაშია, თანაც თუ ეს არ არის მეტასტაზური სტადია.

 „ჩვენ გვინდა, რომ რეგიონის მცხოვრებნი თანადაფინანსება მკერდის კიბოს სტადიის მიუხედავად მიიღონ. ქალებს წამლის ყიდვის საშუალება არ აქვთ, ამბობენ, ყველაფერი რომ გაყიდონ, მკურნალობის კურსს მაინც ვერ გაივლიან… გვინდა დავეხმაროთ მკერდის კიბოს დიაგნოზის მქონე ყველა ქალს და მივაღწიოთ იმას, რომ მათ ყველამ შეძლონ მკურნალობის დაწყება, ფულის უქონლობის გამო დრო არ დაკარგონ“, — განაცხადა მაზანიშვილმა.

,,ევროპა დონა“ სიმსივნით დაავადებული ქალებისთვის

2015 წლის თებერვალში ორგანიზაციამ წამოიწყო კამპანია „სამიზნე სიცოცხლისთვის“, რომელიც დღემდე გრძელდება. მისი მთავარი მიზანია — მკერდის კიბოთი დაავადებული ქალების დახმარება, ფინანსირების მოძიება, ასევე სწორი მიმართულების მიცემა, სად და როგორ შიძლება ხარისხიანი და დროული სამედიცინო დახმარების მიღება.

მკურნალობის კუსის დროს პრეპარატ „გერცეპტინის“ მიღება ხდება დღეში ერთხელ სამი კვირის მანძილზე. ერთი ამპულის ფასია 5000 ლარი.

მაზანიშვილის თქმით, მან სამინისტროს მიმართა თხოვნით ყველა ასაკობრივი კატეგორიის ქალების გამოკვლევა წელიწადში ერთხელ აუცილებელი გახდეს, რათა მკერდის კიბოს გამოვლენა და თავიდან აცილება მოხდეს. ამჟამად საქართველოში მკერდის კიბოს უფასო გამოკვლევა ორმოცი წლის ასაკიდან არის შესაძლებელი.


ყველა ახალი ამბავი
0