თბილისი, 2 მარტი — Sputnik. რამდენიმე საათის წინ ყელგამოჭრილი მამაკაცი ძველი თბილისის რაიონში, ღვინის აღმართზე მდებარე მიტოვებულ სახლში აღმოაჩინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
თვითმხილველთა თქმით, მიტოვებულ სახლში, ევროპის მოედანთან ახლოს, უსახლკარო ადამიანები ხშირად აფარებენ თავს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.