ქართულ ღვინოზე გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა ჰოლივუდის ფესტივალზე გაიმარჯვა

© FB / Посольство СШАკადრი ფილმიდან "ღვინის ნულოვანი მერიდიანი"
კადრი ფილმიდან ღვინის ნულოვანი მერიდიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებულმა ფილმმა „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ (Prime Meridian of Wine) ჰოლივუდის დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე (HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS) 5 ნომინაციაში გაიმარჯვა.

 ეს ნომინაციებია: “საუკეთესო პროდიუსერი” —პრიზი შალვა ხეცურიანმა აიღო; “საუკეთესო სცენარის ავტორის” ტიტული თამარ ბართაიას ერგო. “საუკეთესო რეჟისორი” ნანა ჯორჯაძე გახდა, “საუკეთესო დამდგმელი ოპერატორი” კი- მიხეილ კვირიკაძე. გამარჯვება ნომინაციაში “როლის საუკეთესო შემსრულებელი” შალვა ხეცურიანმა მოიპოვა.

ამ ფაქტზე სასაუბროდ ფილმის პროდიუსერს, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტს და კომპანია "მარანი ხეცურიანის" დამფუძნებელს, შალვა ხეცურიანს დავუკავშირდით.

© FB/ Shalva Khetsurianiშალვა ხეცურიანი
შალვა ხეცურიანი - Sputnik საქართველო
შალვა ხეცურიანი

- ბატონო შალვა, პირველ რიგში, გილოცავთ. ფილმის გადაღებას ღვინის წარმოება უძღვოდა? 

— ეს ყველაფერი 1993 წელს დაიწყო, სწორედ ამ პერიოდიდან ვაწარმოებთ ჩვენს საგვარეულო ღვინოს „მარანი ხეცურიანი“ და ჩათვალეთ, რომ ამ დღიდანვე ვოცნებობდი, ღვინის თემაზე ფილმი გადაღებულიყო. ამ მხრივ სხვადასხვა დოკუმენტური ფილმის გადაღების ბევრი მცდელობა იყო, მაგრამ რეალურად ვერ მოხერხდა. ოთხი წლის წინ ჩემი მეგობარი, ლიზა ბაგრატიონი მეუბნება, რომ ქართული სტუდიები დაინტერესებული არიან, რომ ქართულ ღვინოზე ლამაზი გადაცემები მომზადდესო. ამის შემდეგ შევხვდით, მაგრამ გადაცემის ამბავი, რატომღაც არ გამოვიდა, ანუ ის თემა არ განვითარდა. თუმცა ფილმის გადაღების იდეა დღის წესრიგში უკვე აქტიურად დადგა. ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ფილმს გავაკეთებდით, ის კარგი კი არა, ძალიან კარგი უნდა ყოფილიყო. 

- ამიტომ, თქვენი არჩევანიც ბუნებრივია, ერთ-ერთ საუკეთესო რეჟისორზე შეჩერდა…

— დიახ, ქალბატონ ნანა ჯორჯაძეს დავუკავშირდით შევხვდით და მას ჩემს მიერ დაწერილი 16 ფურცლიანი სინოფსისი წავუკითხეთ. ამ წლების მანძილზე ღვინოს უშუალოდ ვაწარმოებდი და ვყიდდი, ანუ ამ საქმესთან, როგორც ბიზნესთან ისე მქონდა შეხება. ვთვლიდი, რომ ამ საკითხის მიმართ ჩემი მიდგომა უფრო ობიექტური და პრაგმატული იყო. ქალბატონმა ნანამ ყურადღებით მისმინა, კარგა ხანია, ხმა არ ამოუღია და როცა კითხვა დავამთავრე, მკითხა: როდის ვიწყებთ გადაღებასო? შემდეგი იყო შეხება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოსთან, რომელმაც მხარდაჭერა აღმოგვიჩინა. რეალურად კი ფილმი საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ გადაიღო. დაფინანსება ჩემი კომპანიის, ანუ "მარანი ხეცურიანის" იყო. აი, ასეთი ისტორია აქვს ამ ფილმს.

- ბატონო შალვა, ხუთ ნომინაციაში ფილმის გამარჯვებას თუ ელოდით?

— ნამდვილად არ ველოდით, ისე ფილმი ყველა ნომინაციაში გვქონდა შეტანილი, მაგრამ ხუთს არ ველოდით, ჩვენ გაგვიმართლა.

- ამ ფილმმა მანამდე, სხვა ფესტივალებზეც მიიპყრო ყურადღება…

— ესპანეთში, ბარსელონაში არის ღვინისა და კავის (ეს ესპანური ცქრიალა გახლავთ)კინოფესტივალი, რომელსაც ადგილობრივი მთავრობა უჭერს მხარს და სადაც მან როგორც საუკეთესო უცხოურმა ფილმმა ისე გაიმარჯვა. მეორე, როგორც წლის საუკეთესო ენოლოგიურმა ფილმმა OENOVIDEO —ს ღვინის კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო, ფილმის ჩვენება ასევე გაიმართა ეინდჰოვების კინოფესტივალზე DOCfeed. მომავალში კიდევ ველოდებით პასუხს რამდენიმე ფესტივალიდან, მათ შორის ლოს-ანჯელესის, კალიფორნიისა და ბარსელონას კინოფესტივალებიდან.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0