თბილისის ლომბარდებში ჩხრეკა ჩაატარეს

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის თანამშრომელი
პოლიციის თანამშრომელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის რიგი ლომბარდებიდან ამოიღეს მობილური ტელეფონები, ტელევიზორები და სხვა ტექნიკა.

თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა თბილისის რიგ ლომბარდებში ჩხრეკა ჩაატარეს და შედეგად ამოიღეს ტექნიკის ნაწილი, რადგან ისინი მფლობელთა დოკუმენტაციის გარეშე იყო მიღებული, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ამოღებულ საქონელს შორისაა მობილური ტელეფონები, ტელევიზორები და სხვა სახის ტექნიკა.

პოლიცია - Sputnik საქართველო
თბილისში ნაქურდალი ტელეფონებით ვაჭრობა აღკვეთეს

ჩხრეკა ლომბარდებში დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს. ჩხრეკის ნებართვა სასამართლომ გასცა.

გამოძიების მსვლელობისას გამოიკითხება ყველა ის პირი, ვისაც რაიმე სახის შეხება გააჩნია ამოღებულ ნივთებთან და დადგინდება ინფორმაცია მათი წარმომავლობისა და მესაკუთრეების შესახებ.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღება“, რაც ისჯება ჯარიმით ან 180-დან 200 საათამდე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ან 1 წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოებით, ან ორ წლამდე პატიმრობით.

პოლიციამ თბილისში, სავაჭრო ცენტრთან „პასაჟი 2000“ თებერვლის ბოლოს ამოიღო 14 მოპარული ტელეფონი და ერთი ფოტოაპარატი.

ყველა ახალი ამბავი
0