თბილისი, 2 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში იმყოფება, ქვეყნის პირველი პირი ალექსანდრ ლუკაშენკო საქართველოში მოიწვია.
ხუთშაბათს ორი ქვეყნის პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. გუშინ მარგველაშვილმა და ლუკაშენკომ პირისპირ შეხვედრის ფორმატში სამსაათიანი მოლაპარაკებები გამართეს, შემდეგ კი — გაფართოებული შემადგენლობით, დელეგაციების წევრთა მონაწილეობით.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებებს საჰაერო მიმოსვლისა და ინვესტიციების განხორციელებისა და ურთიერთდაცვის ხელშეწყობის შესახებ.
პრეზიდენტებმა ასევე მიიღეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბელარუსი და საქართველო მეგობრული ურთიერთობების ყოველმხრივ გამტკიცებისკენ მიმართულ ინტენსიურ სახელმწიფოთაშორისი დიალოგის გაგრძელებას აპირებენ.
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის მსვლელობისას დაგეგმილია მარგველაშვილის შეხვედრები ბელარუსის პრემიერ ანდრეი კობიაკოვთან, ეროვნული სათათბიროს საბჭოს თავმჯდომარე მიხაილ მიასნიკოვიჩთან და ეროვნული სათათბიროს წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან.
ქართული დელეგაციის ვიზიტი ბელარუსში 2 მარტს დასრულდება.
საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 6 იანვარს დაამყარეს. ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი და ტურიზმი წარმოადგენს.
საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ბელარუსში 2 მარტს დასრულდება.
ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. საქართველოს საელჩო ბელარუსში 2007 წელს გაიხსნა, ხოლო ბელარუსის დიპლომატიურმა მისიამ ფუნქციონირება საქართველოში გასულ წელს დაიწყო.