უცხოელის თვალით დანახული თბილისი: აქ ყველაფერი განსხვავებულია

გამოწერა

პირველი დასკვნა, რომელიც ორმა ავსტრიელმა და ირანელმა ტურისტმა გააკეთა საქართველოში ჩამოფრენის შემდეგ, ასეთია: აქ ყველაფერი განსხვავებულია.

ავსტრიელი პეტერი და ირანელი ალი ადრიანი დილით ფეხით ავიდნენ ფუნიკულიორზე, რომ ენახათ, როგორ ამოდის მზე თბილისში.

მზის ამოსვლაც ნახეს და ულამაზესი კადრებიც გადაიღეს.

მერე ქართული სამზარეულოს დასაგემოვნებლად შეიარეს და აჭარული ხაჭაპური შეუკვეთეს — ერთმა ლობიოთი და ხორცით, მეორემ — ჩვეულებრივი. რაღა თქმა უნდა, მოეწონათ, ოღონდ, ეგაა, სახეზე შეეტყოთ, რომ ეძვირათ, თუმცა არაფერი თქვეს.

მიმტანს ქართულად მოახსენეს მადლობა და რამდენიმე ქართული სიტყვის წაკითხვაც სთხოვეს: „გამარჯობა“, „მე შენ მიყვარხარ“, „დილა მშვიდობისა“…

მერე თბილისის მეტროც მოინახულეს და მისი მარტივი დაგეგმარებით მოიხიბლნენ.

არც ის დავიწყებიათ აღენიშნათ, რომ ქართველები სიამოვნებით ეხმარებოდნენ გზის გაკვლევაშიცა და სხვა პრობლემების მოგვარებაშიც.

სხვა პრობლემა კი ის იყო, რომ ელემენტებს ეძებდნენ და ვერ შოულობდნენ. ბოლოს, როგორც ჩანს, რომელიღაც თბილისელის რჩევით ისარგებლეს და ელემენტები ბაზრობაზე შეიძინეს…

მოკლედ, იხილეთ ვიდეო, როგორია უცხოელის თვალით დანახული თბილისი.

ყველა ახალი ამბავი
0