UEFA–ს სამიტმა თბილისში მუშაობა დაიწყო

© ФФГ.UEFA GROW-ს სამიტი
.UEFA GROW-ს სამიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილებით, თბილისი UEFA GROW–ს მასპინძლობს. აღნიშნული გადაწყვეტილება ფეხბურთის მასობრივი განვითარებაში საქართველოს წარმატებებმა განაპირობა.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. თბილისში პირველმა საერთაშორისო სამიტმა UEFA GROW-მ სტარტი აიღო, რომლის ძირითადი მიზანია — აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ფეხბურთის მასობრივი განვითარება, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) ოფიციალური ვებ-გვერდი.

ღონისძიებაში, რომელიც ევროპის საბჭოს მხარდაჭერით არის ორგანიზებული, საქართველოს ჩათვლით მონაწილეობას  აღმოსავლეთ ევროპის 14 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები, გენერალური მდივნები და UEFA–ს წარმომადგენლები იღებენ.

სამიტის წევრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ მიმართა.

 „ეს სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ფეხბურთის განვითარებისათვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ჯანსაღი მომავლისათვის, ახალი თაობებისთვის, რადგან ფეხბურთის მასობრიობის გაზრდა ჯანმრთელი საზოგადოების საწინდარია. მე მქონდა საშუალება, მეთამაშა პროფესიონალურ დონეზე, თუმცა, ყველაზე მთავარი ისაა, რომ ფეხბურთმა ჯანსაღი ცხოვრების წესს მაზიარა. სწორედ ესაა, რისი საშუალებაც უნდა მიეცეს ყველა ბავშვს, ყველა მოყვარულს, ახალგაზრდას — იყვნენ ჯანმრთელი და  საზოგადოების აქტიური ნაწილი“, — განაცხადა მინისტრმა.  

© FB/ სფფთბილისი UEFA GROW–ს მასპინძლობს
თბილისი UEFA GROW–ს მასპინძლობს - Sputnik საქართველო
თბილისი UEFA GROW–ს მასპინძლობს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სტუმრებს თბილისში ჩამოსვლისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ფეხბურთის მასობრივად განვითარება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მთავარ და პრიორიტეტულ პროექტს წარმოადგენს.

2016 წელს, UEFA–ს მხარდაჭერით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, დარეგისტრირებული ფეხბურთელების რაოდენობა 7 ათასით გაიზარდა.  ფეხბურთის მასობრივად განვითარებაში ეს მაჩვენებელი UEFA–მ  მნიშვნელოვან ნაბიჯად აღიარა.

UEFA–მ საქართველოში განხორციელებული პროექტებისა და მათი შედეგების გაანალიზების საფუძველზე, UEFA GROW–ს სამიტის თბილისში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

UEFA GROW-ს სამიტი ორ დღეს გაგრძელდება.


ყველა ახალი ამბავი
0