„თელასი“ მოსახლეობას აფრთხილებს

"თელასი"
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი“ იუწყება, რომ 2 მარტს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შეშელიძის, ხევძმარის, ხიზანბარელის და ხიზაბავრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის შესახვევის და ქინძმარაულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

15:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხიშვილის, არმაზის და გონაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.


ყველა ახალი ამბავი
0