სენაკში დაკარგულ ბიჭს მდინარეში ეძებენ

© photo : eco.gov.azმდინარე
მდინარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, რვა წლის ბიჭუნა, რომელსაც დაბადებით გულის მანკი აქვს, მდინარეში ჩავარდა.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. მაშველები მდინარე ტეხურაში რვა წლის ბიჭს ეძებენ, რომელიც გასულ კვირაში სენაკში, საკუთარი სახლის ეზოდან დაიკარგა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ოჯახში განაცხადეს, რომ ბავშვი მათ ხანდახან ჯართის შეგროვებაში ეხმარებოდა. ამასთან, ბიჭის მამამ გამორიცხა, რომ ის მშობლების დაუკითხავად სახლიდან შორს წავიდოდა. ბავშვს თანდაყოლილი გულის მანკი აქვს და გულზე ოპერაცია მას ერთხელ უკვე ჩაუტარდა

„არსებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში ჩავარდა, როდესაც ჯართს აგროვებდა, ამიტომ საძიებო სამუშაოები უკვე დავიწყეთ. ამასთან დაკავშირებით ერთი ადამიანია დაკავებული“, — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
ბავშვის ოჯახი სენაკში დაქირავებულ ბინაში ცხოვრობს.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
სენაკში რვა წლის მოზარდი გაუჩინარდა

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 129-ე მუხლით „სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისათვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობა, თუ დამნაშავეს შეეძლო მისი დახმარება თავისთვის ან სხვისთვის სერიოზული საფრთხის შექმნის გარეშე, აგრეთვე დახმარების საჭიროების შეუტყობინებლობა სათანადო დაწესებულებისათვის ან პირისათვის“.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში დაკავებულს ჯარიმა ან ორ წლამდე გამოსასწორებელი სამუშაოები, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0