ქართული აგროპროდუქცია დუბაიში წარმოადგინეს

გამოწერა
დუბაიში დიდ გამოფენაზე ქართველი მეწარმეები იმედოვნებენ, რომ უცხოელი მომხმარებელი სოფლის მეურნეობის პროდუქციით დაინტერესდებიან.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. ქართულმა საწარმოებმა, რომლებიც სახელმწიფოს ხელშეწყობით შეიქმნა, საკუთარი სოფლის პროდუქცია აგროგამოფენაზე „გალფუდი 2017“ დუბაიში პირველად წარმოადგინეს.

გამოფენის გახსნას ესწრებოდა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აღნიშნულია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

© FB/ სოფლის მეურნეობის სამინისტროქართული პროდუქცია დუბაიში გამოფენაზე
ქართული პროდუქცია დუბაიში გამოფენაზე - Sputnik საქართველო
ქართული პროდუქცია დუბაიში გამოფენაზე

საქართველოს სტენდზე საკუთარი პროდუქცია ცამეტმა ქართულმა კომპანიამ წარადგინა: „ქართული დაფნა“, „საირმე“, „ნატექსი/ნატსჯი“, „მარტვილის წყლები“, „კედა“, „გემუანი“, „აგროლეინი“, „ქარელი აგრო“, „GPR-ჯიპიარი“,,,კულა“,,,ფარკონი“, „ბლუბერი“,„საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია“.

კერძოდ, სტენდზე წარდგენილია თხილი, უალკოჰოლო სასმელები, ცხვარი, მოცვი, დაფნა, წვენი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, მშრალი ხილი, სუნელი და საწებელი.

© FB/ სოფლის მეურნეობის სამინისტროაგროგამოფენა "გალფუდ 2017" დუბაიში
აგროგამოფენა გალფუდ 2017 დუბაიში - Sputnik საქართველო
აგროგამოფენა "გალფუდ 2017" დუბაიში

კომპანიების მონაწილეობა შესაძლებელი გახდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (USAID/REAP) მხარდაჭერით.

საქართველოს სტენდზე ასევე წარმოდგენილი იყო საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Channel Georgia FZC, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია დაფუძნებული და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ბიზნესჯგუფების კონსულტირება და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენეგეტიკის, სამშენებლო ინდუსტრიისა და სხვა მიმართულებებით.

© FB/ სოფლის მეურნეობის სამინისტროქართული პროდუქცია დუბაიში გამოფენაზე
ქართული პროდუქცია დუბაიში გამოფენაზე - Sputnik საქართველო
ქართული პროდუქცია დუბაიში გამოფენაზე

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ორმხრივი შეხვედრები გამართეს არაბთა გაერთიანებული საემიროების ოფიციალურ პირებთან.

ყველა ახალი ამბავი
0