ქართველი მომღერალი მარკუს მეტრეველი მოდის დაპყრობას რომიდან დაიწყებს

© FB / Маркус Метревелиმარკუს მეტრეველი
მარკუს მეტრეველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა მომღერალმა მარკუს მეტრეველმა დიზაინერობა და სამოსის საკუთარი ბრენდის შექმნა გადაწყვიტა.

ქართველი მომღერალი მარკუს მეტრეველი თავის პირველ კოლექციაზე მუშაობს, რომლის ჩვენება გაზაფხულზე რომში გაიმართება.

"Sputnik საქართველოს" ექსკლუზიურ ინტერვიუში მომღერალმა ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა დიზაინერობა და როგორ აპირებს ორი რთული პროფესიის შეთავსებას.

– მარკუს, საქართველოში საკმაოდ ცნობილი მომღერალი ხარ. რატომ გადაწყვიტე გამხდარიყავი დიზაინერი?

– პროფესიით დიზაინერი ვარ. თბილისის სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული, შემდეგ საბერძნეთის ცნობილ დიზაინერთან, მიხალის ასლანისთან მასტერ–კლასი გავიარე. ეს ჩემი მეორე პროფესიაა, მე დიზაინერი ვარ. რამდენიმე წლის განმავლობაში მინდოდა ჩემი ბრენდის, ჩემი ხაზის შექმნა, მაგრამ დრო არ მქონდა, არტისტის კარიერაში ვიყავი ჩაფლული. ბევრი მეგობარი და დიზაინერი მთხოვდა შემექმნა კოლექცია, დიზაინერი გავმხდარიყავი. ასე მივიღე ბრენდის შექმნის გადაწყვეტილება. კოლექციაზე მუშაობა ერთი თვის წინ დავიწყე და მაისში ის სადებიუტო ჩვენებისთვის მზად იქნება.

© photo: courtesy of Markus Metreveliმომღერალი მარკუს მეტრეველი პირველ სამოდელო კოლექციას ამზადებს
მომღერალი მარკუს მეტრეველი პირველ სამოდელო კოლექციას ამზადებს - Sputnik საქართველო
მომღერალი მარკუს მეტრეველი პირველ სამოდელო კოლექციას ამზადებს

– კოლექციისათვის რომელი თემატიკა შეარჩიეთ?

– კოლექციაში ქალისა და მამაკაცის სამოსიც იქნება, სულ — დაახლოებით 35 კოსტიუმი. ჩემი კოლექციის პირველი ჩვენება რომში გაიმართება, ამაზე უკვე ვმუშაობთ. ჩემს კოლექციას სააგენტო Prime Model Management–ის მოდელები წარადგენენ. აჭარის მოდის კვირეულისგან მივიღე მოწვევა, იტალიის შემდეგ ჩემი კოლექციის ჩვენეება ბათუმში შედგება.

– ანუ, ამ საქმეს სერიოზულად მოეკიდე?

– დიახ, ჩემს ბრენდს ვქმნი და როგორც ყველა დიზაინერი, ყოველ სეზონზე შემოდგომა/ზამთრისა და გაზაფხული/ზაფხულის კოლექციებს წარვადგენ.

– სცენა? კონცერტებისათვის გეყოფა ძალები?

– რა თქმა უნდა, ვერც მომღერლის პროფესიაზე უარს ვერ ვიტყვი, ვერც დიზაინერის. სიმღერა — ჩემი ჰაერია, ჩემი ცხოვრება, ეს არის ის, რითიც ვარსებობ. სამოსი კი ჩემი ჰობია, უბრალოდ ახლა სამოსს სხვებისთვის შევქმნი. ჩემი პირველი კოლექციის შექმნაზე ჩემივე იმიჯმა შთამაგონა. სამოსი, რომლითაც ვჩნდები სცენაზე ან მაყურებლის წინაშე, ყოველთვის ჩემი შექმნილი იყო, ჩემი სტილი ბევრს მოსწონს.

საერთოდ, ჩემთვის იდეალურია ადამიანი სუფთა და ლამაზი სულით და მერე ეს მის გარეგნობაზეც უნდა აისახებოდეს. რა თქმა უნდა, ჩემი მოდელები სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნებიან, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სამოსს სრული ადამიანებისთვისაც შევარჩევ. მე ძალიან დემოკრატიული ვარ, არავის ვაწყენინებ. მაგრამ, იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდე, ფორმის შენარჩუნება აუცილებელია.

– კარიერის გაგრძელებას რუსეთში აპირებდი, მაგრამ შენი გეგმები შეიცვალა. კმაყოფილი ხარ, საქართველოში რომ დარჩი?

– კარიერა საქართველოში დავიწყე, პირველი სიმღერა „თავისუფლება“ 15 წლის წინ ჩავწერე და სამხატვრო აკადემიაში სწავლა დავიწყე. განვითარებისათვის საბერძნეთში გავემგზავრე, იქ მუსიკალური და დიზაინერული უნარები განვავითარე, ვსწავლობდი მუსიკალურ აკადემიაში და პარალელურად მოდის აკადემიაში დავდიოდი. იქ ამ ორი პროფესიის განვითარება შევძელი. საბერძნეთში ვარსკვლავებთან ვთანამშრომლობდი. სხვა გეგმები მქონდა, მოსკოვში წასვლას ვაპირებდი. ჩამოვედი თბილისში, აქედან რუსეთში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ომი დაიწყო. ამის გამო თბილისში დავრჩი, მაგრამ არ ვნანობ, იმიტომ, რომ სამშობლოში დაბრუნებას მაინც ვგეგმავდი. არ ვნანობ, ასე რომ მოხდა იმიტომ, რომ ქართველ მაყურებელს ვუყვარვარ და ეს მთავარია.

– ბერძნულ X-Factor–ში მიიღე მონაწილეობა. პროექტზე უარი რატომ თქვი?

– მე და ნინი შერმადინმა ბერძნული X-Factor–ის შესარჩევი ტური გავიარეთ. მე შემომთავაზეს სიმღერა ჯგუფში, და იქიდან გამომდინარე, რომ ჯგუფში სიმღერა არ მიყვარს, პროექტს საკუთარი სურვილით გამოვეთიშე და თბილისში ჩამოვედი. სიმღერა მარტო მირჩევნია. ჯგუფში რამდენიმე ადამიანია, ყველას საკუთარი აზრი გააჩნია და ის ხშირად იშლება, ხოლო დაშლილი ჯგუფიდან გამოსული არტისტის განვითარება რთულია. ამიტომაც მივიღე ასეთი გადაწყვეტილება, რასაც საერთოდ არ ვნანობ. ბევრი იდეა და გეგმა მაქვს განსახორციელებელი.

ყველა ახალი ამბავი
0