ნია თოდუა: არასწორად შერჩეულმა ჯაგრისმა, შესაძლოა, პირის ღრუში პრობლემები გამოიწვიოს

გამოწერა
ნინო ბერიძის ორთოდონტული ცენტრის, ბავშვთა და მოზრდილთა ექიმი-თერაპევტი ნია თოდუა გვესაუბრება იმაზე, თუ რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს არასწორად შერჩეულმა კბილის ჯაგრისმა და გვიზიარებს რჩევებს, როგორ შევარჩიოთ სწორად იგი.
ნია თოდუა: არასწორად შერჩეულმა ჯაგრისმა, შესაძლოა, პირის ღრუში პრობლემები გამოიწვიოს

„არასწორად შერჩეულმა ჯაგრისმა, შეიძლება, გამოიწვიოს სხვადასხვა სახის პრობლემები პირის ღრუში. მაგალითად, პირის ღრუს რბილი ქსოვილების, ლორწოვანი გარსისა და ღრძილების დაზიანება და სხვა“, — ამბობს თოდუა.

მისივე განცხადებით, ჯაგრისი უნდა შეირჩეს ექიმი–სტომატოლოგის მიერ, პაციენტის ასაკის და პირის ღრუს მდგომარეობის მიხედვით. ამ დროს გასათვალისწინებელია, თუ რა მასალისგანაა დამზადებული ჯაგრისი. როგორც თოდუამ აღნიშნა, უპირატესობა ნეილონისგან დამზადებულ ჯაგრისებს ენიჭება.

ყველა ახალი ამბავი
0