კინო თბილისში: რა ვნახოთ 2–5 მარტს

გამოწერა
„საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში „ოსკარით“ დაჯილდოებული და ბებერი ლოგანის ეპიკური დაბრუნება - „Sputnik საქართველო“ გთავაზობთ ყველაზე საინტერესო კინოპრემიერებისა და ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა ამ უქმეებზე არ უნდა გამოტოვონ.

2 მარტიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი კინოსურათების პრემიერები გაიმართება:

„მთვარის შუქი“ (Moonlight) — სცენარისტისა და რეჟისორის ბარი ჯენკინსის ამერიკული დრამატული ფილმი, რომელიც ტარელ ელვინ მაკკრეინის პიესის მიხედვით არის გადაღებული. სიუჟეტის ცენტრშია შავკანიანი მოზარდი, რომელიც მაიამიში დაიბადა, სადაც ყველაფერს ფული და ნარკოტიკი მართავს. სიმართლისა და საკუთარი თავის ძიებაში, ოჯახში არსებული დრამის და მეგობრების ღალატის გადალახვის გზით, მან საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთოს. ფილმს ასაკობრივი შეზღუდვა გააჩნია +16.

საინტერესო ფაქტი: ფილმმა „მთვარის შუქი“ კრიტიკოსების საუკეთესო შეფასება მიიღო. ის „საუკეთესო ფილმის“ ნომინაციაში 2017 წლის „ოსკარის“ მფლობელი გახდა. გარდა ამისა, „ოსკარის“ პრემია მიენიჭა ბარი ჯენკინსს საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის, ხოლო მაჰერშალ ალი მეორე პლანის საუკეთესო მსახიობად აღიარეს.

„ლოგანი“(Logan) — ფანტასტიკური ბოევიკი, რომელიც „მარველის“ კომიქსებს ეფუძნება და „X–ადამიანების“ ფილმების სერიის ნაწილია. ცხოვრებით დაღლილი ლოგანი უვლის ავადმყოფ პროფესორ X-ს, რომელიც მექსიკის საზღვრის სიახლოვეს იმალება. მაგრამ ლოგანი ვეღარ დამალავს თავის წარსულს, როდესაც გოგონა–მუტანტს შეხვდება, რომელსაც ბნელი ძალები დასდევენ. მთავარ როლში უცვლელი ჰიუ ჯეკმანია.

გასული კვირიდან თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა ამერიკული კომპიუტერულ–ანიმაციური კომედიური მიუზიკლი „სიმღერა“ (Sing), რეჟისორ რიჩი კინის ამერიკული კომედიური ფილმი „პირველი ბრძოლა“ (Fist Fight) და „ჯეკი“ (Jackie) — ამერიკული ბიოგრაფიულ-დრამატული ფილმი ჟაკლინ კენედის შესახებ ნატალი პორტმანის მონაწილეობით.

ასევე თბილისის კინოთეატრებში შეგიძლიათ იხილოთ — ჯიმ ჯარმუშის „პატერსონი“ ადამ დრაივერის მონაწილეობით და გორ ვერბინსკის ამერიკული თრილერი „გამაჯანსაღებელი წამალი“, მიუზიკლი „ლა–ლა–ლენდი“,  „50 ელფერით მუქი“ (Fifty Shades Darker), თრილერი „ბოროტების სავანე: ბოლო თავი“ (Resident Evil: The Final Chapter) და ბოევიკი „ჯონ უიკი 2“ (John Wick: Chapter Two) კიანუ რივზით მთავარ როლში.

მულტფილმები ბავშვებისთვის — კომპიუტერულ–ანიმაციური კომედიური „ლეგო: ბეტმენი“ (The LEGO Batman Movie), ფრანგულ-კანადური ანიმაციური სურათი „ბალერინა“ და მულტფილმი „მოანას თავგადასავალი“.

სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!


ყველა ახალი ამბავი
0