ამინდი საქართველოში: ნამდვილი გაზაფხული დადგა

© Sputnik / Alexander Imedashviliმშვიდობის ხიდი
მშვიდობის ხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაზაფხულის დღეები განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს მოსახლეობას გაახარებს - იქ 24 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი.

თბილისი, 1 მარტი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე შენარჩუნდება თბილი ამინდი, თუმცა, ქვეყნის ზოგიერთ რაიონში სინოპტიკოსები მცირე წვიმას ვარაუდობენ.

2 მარტი

საქართველოში ძირითადად უნალექო ამიდი იქნება. მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, აღმოსავლეთით ნისლი. ქარი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში წამში 17–22 მეტრამდე შეიძლება გაძლიერდეს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ქარის სიძლიერე 10–15 მეტრს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით 7–12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 19–24. მაღალ მთაში ღამით მინუს 7–2, დღისით — 11–16 გრადუსი სითბო.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 0–5 გრადუსი სითბო, დღისით კი  12–17. მაღალ მთაში ღამით მინუს 9–4 გრადუსი იქნება, დღისით კი 6–11 გრაუსი სითბო.

თბილისში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, შესაძლებელია ნისლი. ქარი წამში 8–13 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით მოსალოდნელია 2 გრადუსი სითბო, დღისით — 15.

3 მარტი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ცვალებადი მოღრუბლულობა. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ქარის სიძლიერე წამში 10–15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოში ბარში ღამით 7–12 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი, დღისით — 12–17. მაღალ მთაში ღამით მინუს 3 — პლიუს 2, დღისით — 5–10 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ღამით მოსალოდნელია 0–5 გრადუსი სითბო, დღისით კი 12–17. მაღალ მთაში ღამით მინუს 6–1 გრადუსი იქნება, დღისით — 4–9 გრაუსი სითბო.

თბილისში დღისით მცირე წვიმა, დროგამოშვებით კი მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. ქარი წამში 10–15 მეტრის სიჩქარით დაუბერავს. ღამით მოსალოდნელია 5 გრადუსი სითბო, დღისით — 16.


ყველა ახალი ამბავი
0