სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფმა მეორე ეტაპის შეხვედრები დაიწყო
„მმართველი გუნდის პოზიციების გაცნობის მიზნით, კომისიის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. ჩვენ დღესაც შეგვიძლია კონკრეტულ მუხლებთან და ქვეთავებთან დაკავშირებით წარმოგიდგინოთ ჩვენი მოსაზრებები. მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს აქვს რესურსი, თუნდაც ერთპიროვნულად მიიღოს კანონი საქართველოს პარლამენტში, ყველა საკითხი მსჯელობისთვის ღია და გახსნილია“, — აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონსტიტუციის პრეამბულის და ზოგადი დებულებების მუხლების რედაქციული ვარიანტების და ალტერნატივების განხილვით გაგრძელდა.