საქართველო და აზერბაიჯანი სასაზღვრო კომისრების ინსტიტუტის შექმნაზე მსჯელობენ

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მღებრიშვილი
გიორგი მღებრიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო და აზერბაიჯანი ახლო მომავალში ხელს მოაწერენ შეთანხმებას სასაზღვრო კომისრების ინსტიტუტის შექმნის შესახებ, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
საქართველო და აზერბაიჯანი სასაზღვრო კომისრების ინსტიტუტის შექმნაზე მსჯელობენ

„ჩვენი მიზანია ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვრის კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერება და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება, რაც, თავის მხრივ, ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. აქვე უნდა ავღნიშნო, რომ ახლო მომავალში ხელს მოვაწერთ შეთანხმებას სასაზღვრო კომისრების (სასაზღვრო წარმომადგენლების)  ინსტიტუტის შექმნის შესახებ“, — აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია. შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ ელჩინ გულიევს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა.

ყველა ახალი ამბავი
0