როგორ გავაფორმოთ საქორწილო დარბაზი: გერმანელი დიზაინერის მასტერ-კლასი

გამოწერა

ცნობილმა გერმანელმა ფლორისტმა გრეგორი ლერშმა თბილისში ინტერიერის სადღესასწაულო გაფორმების მასტერ–კლასი ჩაატარა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ უნდა მოირთოს საქორწილო დარბაზი.

გაზაფხული საქართველოში ქორწილების პერიოდია. გერმანელმა დიზაინერ-ფლორისტმა გრეგორი ლერშმა ქართველ კოლეგებს ჩაუტარა საჩვენებელი მასტერ-კლასი და გაუზიარა გამოცდილება, თუ როგორ უნდა მორთონ ინტერიერი სადღესასწაულოდ სხვადასხვა ყვავილებისა და მცენარეების გამოყენებით.

„საქართველოში ბევრი ყვავილია, ბევრი მცენარეა. ჩვენ გვსურს ეს ყველაფერი ჩვენ ხელოვნებად ვაქციოთ, ყვავილებით ინტერიერის მოსახატად გამოვიყენოთ. როდესაც ახალგაზრდები ქორწინდებიან, დარბაზი ყვავილებით უნდა იყოს მორთული და გალამაზებული. იმისათვის, რომ ხელოვნების ამ დონეს ვაკმაყოფილებდეთ, რომელსაც გრეგორი გვასწავლის, ბევრი მუშაობა დაგვჭირდება", — განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში ფლორისტული დიზაინის აკადემიის ხელმძღვანელმა ლუდმილა მორგოშიამ.

გერმანელი დიზაინერ-ფლორისტის თქმით, საქართველოში ყველანაირი პირობაა შექმნილი ამ ხელოვნების განსავითარებლად და ქვეყანას ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს.

„მე ადრეც ვყოფილვარ კავკასიაში, მაგრამ საქართველოში პირველად ვარ, და სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ამ ქვეყანას ფლორისტული დიზაინის სფეროში დიდი მომავალი აქვს", — აღნიშნა გრეგორი ლერშმა.

ყველა ახალი ამბავი
0