პაატა შეშელიძე: საქართველოში უცხოელებს მუშაობა არ ეზღუდებათ
„საქართველოში ნებისმიერ უცხოელს შეუძლია ჩამოვიდეს გახსნას ანგარიში და საქმე წამოიწყოს“, — აღნიშნა პაატა შეშელიძემ.
პაატა შეშელიძის თქმით, საქართველოში არანაირი შეზღუდვა არ არის ინვესტიციებთან დაკავშირებით. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩამოვიდეს, მიწაც იყიდოს და რაც უნდა ის გააკეთოს.