თბილისში თებერვლის ბოლო დღეები განსაკუთრებით თბილი იყო. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტა, თუ როგორ გაატარეს ზამთრის ბოლო დღეები თბილისის მაცხოვრებლებმა და სტუმრებმა.
ზამთარმა პოზიციები დათმო, 3 თვის განმავლობაში თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში სულ რამდენჯერმე მოთოვა. ახლა კი სიცივემაც იკლო, ნათელი და თბილი მზე ანათებს ქალაქის ქუჩებს. თბილისის მაცხოვრებლები და სტუმრები თხლად ჩაცმულები ქუჩებში სეირნობენ, სოციალურ ქსელებში კი ხშირად შეხვდებით ტექსტს — "გაზაფხული მოვიდა!"

საქართველოს დედაქალაქის სტუმრები და მაცხოვრებლები მშვიდობის პარკში სეირნობენ - ზოგიერთმა ადამიანმა უკვე თხლადაც ჩაიცვა

2/19
© Sputnik / Levan Avlabreli
ბიძია სემი და ბიძია ჯორჯი რუსთაველის გამზირზე სეირნობენ

საგაზაფხულოდ ჩაცმული ტურისტები თბილისს მშვიდობის ხიდიდან უყურებენ

ვიღაცისთვის უკვე დადგა გაზაფხული - ასე ისვენებენ საღამოობით პარკებში ქალაქის სტუმრები და მაცხოვრებლები

თბილისის ისტორიულ ცენტრში ტერასულ კაფეებს პირველი სტუმრები ეწვივნენ...

წყვილებს პარკში განმარტოვება ურჩევნიათ...

ბავშვები კი - როლიკებით სეირნობას ამჯობინებენ...

გაზაფხულის სითბო უხარიათ არა მხოლოდ ადამიანებს - მაწანწალა ძაღლები რიყი პარკში მზის გულს მიეფიცხნენ

გამვლელები მშვიდობის ხიდზე

მზიან ამინდში ხალხი ქალაქის ცენტრში სეირნობს. გაზაფხულის მოსვლა უკვე იგრძნობა - თებერვლის ბოლო დღეებში თბილისში ტემპერატურა 16 გრადუსს აღწევდა

11/19
© photo: Sputnik
ტურისტებისათვის განკუთვნილი ღია ცის ქვეშ მოწყობილი იმპროვიზირებული "ფოტოკუთხე" რიყის პარკში კვლავ ამუშავდა და კლიენტებს ელის

გაზაფხულის ერთი დღე თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში

როდესაც გათბობა აღარ არის საჭირო

გაზაფხულის მოსვლის ერთ-ერთი ნიშანი ქალაქის ცენტრში გარემოვაჭრეების გამოჩენაა, რომლებიც გამყიდველი ტურისტებისათვის ბროწეულისა და ფორთოხლის წვენებს ამზადებენ. თუ მათ ქუჩაში შენიშნავთ, ესე იგი ნაყინის გამყიდველებსაც მალე შეხვდებით

თებერვლის თბილ დღეებში ქალაქის ქუჩებში ხალხი გამოვიდა სასეირნოდ

ხალხი აღმაშენებლის განახლებულ გამზირზე სეირნობს

17/19
© Sputnik / Levan Avlabreli
ხალხი რუსთაველის გამზირზე სეირნობს - ასეთია თბილისური თებერვალი

შეყვარებულები თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე სეირნობენ

ქალაქში ქუჩის მხატვრებიც გამოჩნდნენ - აქ მათი შემოქმედების ნამდვილი გამოფენა შეგიძლიათ იხილოთ და თქვენთვის მოსაწონი ნახატიც შეიძინოთ