საქართველოს ყველაზე გემოვნებიანი პოლიტიკოსის – კახა კალაძის სტილის ევოლუცია

© FB / Kakha Kaladzeკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ვიცე–პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქართულ მთავრობაში ყველაზე დახვეწილი სტილის მქონე მინისტრად ითვლება.

საქართველოს მთავრობაში ყველაზე გემოვნებიანი მინისტრი კახა კალაძე ორშაბათს, 27 თებერვალს 39 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით, „Sputnik-საქართველო“ კალაძის ფოტოსურათებს გთავაზობთ.

ფეხბურთელი, ბიზნესმენი, პოლიტიკოსი — კალაძემ ამ სფეროებში სერიოზულ წარმატებას მიაღწია. ამ დროს ის ყოველთვის გამოირჩეოდა შესანიშნავი გემოვნებით, მას შემდეგ კი, რაც მისი მეუღლე დიზაინერი ანუკი არეშიძე გახდა, მოდის სამყაროს ის კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდა.

ამას მოდის რესპექტაბელური გამოცემებიც აღიარებენ. გასულ წელს კალაძემ ჟურნალ GQ–ს ვერსიით 2016 წლის ყველაზე გემოვნებიანი უცხოელების 50 მამაკაცთა შორის მეექვსე ადგილი დაიკავა. მან მოდის ისეთ მიმდევრებს გაუსწრო, როგორებიცაა დენიელ კრეიგი, ტომ ჰარდი, დევიდ განდი, ნიკ ვუსტერი, რაიან გოსლინგი და სხვები. გამოცემის ავტორები აღნიშნავენ, რომ კალაძე „იტალიურ ვექტორს ინარჩუნებს: ზოლიანი კოსტიუმები და პასტელის ტონებში ტრიკოტაჟი“.

კალაძე მსოფლიო მოდის ტენდენციებს მისდევს და გამოსასვლელი სამოსის გარდა, ექსპერიმენტებს სახეზეც  იტარებს. მაყურებელს ახსოვს კარგად გაპარსული დამწყები პოლიტიკოსი, წვერებიანი ლამბერსექსუალი და ელეგანტური სტილის მქონე მამაკაცი ეგზოტიკური ულვაშებით.

ბოლო დროს კალაძე დაბალი წვერით ჩნდება, რომელიც მას უფრო მამაკაცურ და სექსუალურ იერს ანიჭებს.

კახაბერ (კახა) კალაძე ქალაქ სამტრედიაში 1978 წლის 27 თებერვალს დაიბადა. 11 წლიდან თავისი ქალაქის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. 1993/1994 წელს შედგა კალაძის დებიუტი თბილისის „დინამოში“, 1996 წელს კი — საქართველოს ნაკრებში. 1997–2000 წლებში კიევის „დინამოში“ ასპარეზობდა, 2000–2001 წლებში იტალიის „მილანში“ გადავიდა. 2010/2011 წლებში იტალიური კლუბის „ჯენოას“ შემადგენლობაში თამაშობდა.

❤️ @anoukigold #kaladze

Публикация от Kakha Kaladze Official (@kakhakaladze) Май 14 2015 в 5:23 PDT

კალაძე იყო იტალიის (2004), ასევე საქართველოს (1994, 1995, 1996, 1997) და უკრაინის (1998, 1999, 2000) ჩემპიონი. არაერთხელ დასახელდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად (2001, 2002, 2003, 2006). 2011 წლის დეკემბერში კახა კალაძემ ეროვნული ნაკრებიდან წასვლის შესახებ განაცხადა, 2012 წლის მაისში კი ფეხბურთიდან წავიდა.

Astana

Публикация от Kakha Kaladze Official (@kakhakaladze) Июн 11 2013 в 12:13 PDT

 

საქართველოს მთავრობაში კალაძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოხვდა, რომელიც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო. კახა კალაძის მეუღლე მოდელი და დიზაინერი ანუკი არეშიძეა, მათ სამი ვაჟი ჰყავთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0