ნიკოლოზ ანთიძე: ძეგლ „ათეშგას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

გამოწერა
21 თებერვალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლ „ათეშგას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ესაუბრა.
ნიკოლოზ ანთიძე: ძეგლ „ათეშგას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

„ათეშგა” თბილისის ერთ-ერთი უძველესი საკულტო ნაგებობაა. მისი მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ძალიან გაკვირვებული ვარ, აქამდე რატომ არ ჰქონდა მინიჭებული ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია“, — განაცხადა ანთიძემ.

ძეგლი „ათეშგა“ კალას უბნის ზედა ნაწილში, ნარიყალას ციხის ქვეშ, გომის N3-ში მდებარეობს. „ათეშგა“ საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელთა (ათეშ — სპარსულად ცეცხლი, გაჰ- ადგილი, ანუ, იგივე „ცეხლის საგზებელი“) ერთადერთი შემორჩენილი ჩარდახი-ტაძარია. ნაგებობა, ზოროასტრული ცეცხლის ტაძრებისთვის დამახასიათებელი ტრადიციული გეგმარებითა და სტრუქტურით არის ნაშენები, რომელსაც ძველქართულად არტოშანს უწოდებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0