იტალიაში ტრადიციული "ფორთოხლებით ბრძოლა" გაიმართა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მოიყარა 6 ათასმა ადამიანმა თავი ღონისძიებაზე.
ყოველწლიური "ფორთოხლებით ბრძოლა" გაიმართა იტალიაში, რომელშიც 6 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. მონაწილეები რამდენიმე გუნდად გაიყვნენ. ზოგიერთი მათგანი ცხენშებმული ეტლით გადაადგილდებოდა.
"ციტრუსების ომის" მთავარი წესი — მონაწილეებმა არ უნდა შეწყვიტონ ფორთოხლების სროლა მოწინააღმდეგეების მიმართულებით. ბრძოლის მონაწილეებისთვის ხილი უწყვეტად მოჰქონდათ — ძირითადად ეს იყო გაფუჭებული ციტრუსები, რომლის გაყიდვაც შეუძლებელია.
მაყურებლებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ ბრძოლაში და მხოლოდ სანახაობის საყურებლად მივიდნენ, სპეციალური წითელი ფერის თავსაბურავები დაურიგეს ფორთოხლებისგან თავის დასაცავად, თუმცა ეს მათ ვერაფრით ეხმარებოდა.