გიორგი სამანიშვილი: ქართულ ღვინოს აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების კარგი პოტენციალი აქვს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე ღვინის დეგუსტაციის დროს
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე ღვინის დეგუსტაციის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის ქალაქებში ბოსტონსა და ნიუ-იორკში ქართული ღვინის პრეზენტაცია–დეგუსტაცია გაიმართა.
გიორგი სამანიშვილი: ქართულ ღვინოს აშშ-ს ბაზარზე დამკვიდრების კარგი პოტენციალი აქვს

„ამ ბაზარზე უფრო მეტი პოტენციალი გვაქვს. ღვინის ეროვნულ სააგენტოს კერძო სექტორთან ერთად შემუშავებული აქვს მარკეტინგული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელსაც თანმიმდევრულად მივყვებით, რამაც უკვე მოიტანა კონკრეტული შედეგები ექსპორტის მატების სახით ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით“, — განუცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა ტელეკომპანიას Imedi.

ბოსტონში გამართულ ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში Boston-Wine Expo ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ქართული ღვინის მწარმოებელი 18 კომპანია მონაწილეობდა. 20-მდე კომპანიის 40 დასახელების ქართული ღვინო იყო წარმოდგენილი ნიუ-იორკში, სადაც „ქართული ღვინის დღე“ მოეწყო.

ყველა ახალი ამბავი
0