რა საშიშროებას მალავს პროფესიონალი ვიზაჟისტის ფუნჯი

© FB/Tamar Pataraiaაქამდე თვალის ცისფერი შეფერილობა მეცნიერებისთვის ცნობილი არც ერთი გზით არ და ვერ იხსნებოდა
აქამდე თვალის ცისფერი შეფერილობა მეცნიერებისთვის ცნობილი არც ერთი გზით არ და ვერ იხსნებოდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თვალის მოვლასთან დაკავშირებით ბევრჯერ გვსმენია ექიმებისგან სხვადასხვა სახის პროფესიული რჩევა-დარიგებები. ირკვევა, რომ ეს თუ ის ინფექცია კონკრეტული პროფესიის ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი, მათ რიცხვში აღმოჩნდა წამწამის ტკიპა. ამ და თვალის ჰიგიენასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კლინიკა „ევექსის“ ოფთალმოლოგს, მარი ტუშურს გავესაუბრეთ.

- ქალბატონო მარი, რა საფრთხის შემცველია ისეთი დაავადება, როგორიცაა, წამწამის ტკიპა?

— თვალის ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია და ის ძირითადად უფრო ქალბატონებისთვისაა საყურადღებო, ანუ კონკრეტულად მათთვის, ვინც  პროფესიულ მაკიაჟს, ანუ გრიმს ხშირად იყენებს. მაკიაჟი საფრთხის შემცველია იმ თვალსაზრისით, რომ სამწუხაროდ ყველა პროფესიონალი ვიზაჟისტი თავისი საქმიანობისთვის ერთი და იგივე მასალას იყენებს, ანუ ერთი და იგივე ფუნჯს და საგრიმიორო საშუალებებს, რაც თვალისთვის დიდი საფრთხეა, რადგან ამ გზით განსაკუთრებით გადამდები დაავადებები ვრცელდება, მაგალითად ისეთი, როგორიცაა, წამწამის ტკიპა, რომელიც იმდენად გავრცელებულია, რომ ამისთვის ცალკე მედიკამენტებიც კი არსებობს. როცა ქალბატონები ექიმთან მოდიან, ისინი ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ, რომ ეს პრობლემები მას შემდეგ გაუჩნდათ როცა  მაკიაჟი პროფესიონალ ვიზაჟისტთან გაიკეთეს. ამგვარ ვიზაჟს კი ძირითადად ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტები იკეთებენ.

© courtesy of Tamar Pataraiaეცადეთ მაკიაჟის გაკეთებისას მხოლოდ ინდივიდუალური ფუნჯები და ღრულბები იხმაროთ.
ეცადეთ მაკიაჟის გაკეთებისას მხოლოდ ინდივიდუალური ფუნჯები და ღრულბები იხმაროთ.  - Sputnik საქართველო
ეცადეთ მაკიაჟის გაკეთებისას მხოლოდ ინდივიდუალური ფუნჯები და ღრულბები იხმაროთ.

- რას იწვევს ეს დაავადება და რა სიმპტომებია მისთვის დამახასიათებელი?

— ეს დაავადება იწვევს წამწამების ცვენას, ქუთუთოების შეშუპებას, სიწითლეს, მუდმივ დისკომფორტს, ცრემლდენას, ალერგიებს და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში, მხედველობაზეც აისახება. ამიტომ რაც მალე მოხდება ამ დაავადების გამოვლენა და მკურნალობა, დადებით ეფექტსაც უფრო მალე მივაღწევთ. 

- ქალბატონო მარი, დღეს ძალიან გავრცელებულია ხელოვნური წამწამების გაკეთება, აზიანებს თუ არა ეს თვალებს? 

— თუკი ხელოვნური წამწამის გაკეთება ყველა წესის დაცვით მოხდება, თვალს და მხედველობას არანაირ ზიანს არ მიაყენებს. ეს ხომ თავისთავად ერთჯერადი პროცესია? ამიტომ ამას რაიმე დაავადების გადატანა არ შეუძლია. 

- ჩვენში თვალის მოსავლელი სხვადასხვა ბუნებრივი, ტრადიციული საშუალება არსებობს, მაგალითად ჩაის ნაყენი…

— თუკი ჩაი ნამდვილად ბუნებრივია და ნატურალური, ის კარგი ანტისეპტიკური საშუალებაა და მისი გამოყენება შეიძლება, თუმცა მე დღეს ბუნებრივი და ნატურალური ჩაი იშვიათად მინახავს. გამომდინარე აქედან, მე მის გამოყენებას პაციენტებს არ ვურჩევ. უფრო კარგი იქნება გვირილის ნაყენი, ასევე კარგია პროფილაქტიკური მიზნებისთვის ანადუღარი ნელ-თბილი წყლის ან ფიზიოლოგიური სითხის გამოყენებაც, ანუ კარგია ამ საშუალებებით თვალის  გაწმენდა.

© FL/ Look Into My Eyesთვალის გამოშრობისაგან დასაცავად, პერიოდულად "ხელოვნური ცრემლები" გამოიყენეთ.
თვალის გამოშრობისაგან დასაცავად, პერიოდულად ხელოვნური ცრემლები გამოიყენეთ.  - Sputnik საქართველო
თვალის გამოშრობისაგან დასაცავად, პერიოდულად "ხელოვნური ცრემლები" გამოიყენეთ.
 

- ქალბატონო მარი, პრობლემაც წარმოადგენს ხოლმე თვალიდან მაკიაჟის მოშორება, ამ მხრივ რას გვირჩევთ?

— ყველა საშუალების გამოყენება შეიძლება, თუკი ისინი ხარისხიანი იქნება და ალერგიას არ იწვევს. თუმცა მათი გამოყენების შემდეგ მაინც ვურჩევ ქალბატონებს, რომ თვალები ნელ-თბილი წყლით ჩამოიბანონ. 

- და ბოლოს, კომპიუტერის გამოსხივებისგან როგორ დავიცვათ თვალები, თქვენ რას გვირჩევთ?

— თვალის დამცავ საშუალებად თუკი არ საჭიროებთ ნომრიან სათვალეს, წვეთების გამოყენებაც კარგია. არსებობს ნატურალური ცრემლის სხვადასხვა სახეობა. თუ დიდი ხნის განმავლობაში გიწევთ კომპიუტერთან მუშაობა, თვალის გამოშრობა რომ არ მოხდეს, პერიოდულად სასურველია, ნორმალური ხარისხის ნატურალური ცრემლების (ანუ დამატენიანებელი საშუალებების) გამოყენება. 


ყველა ახალი ამბავი
0