ალექსანდრე ჯეჯელავა: ელექტრონული წიგნები სავალდებულო რეჟიმში არ შემოვა
„სექტემბრიდან ყველა წიგნის, რომლის გრიფირება, ანუ ლიცენზირება მოხდება სამინისტროს მიერ, ელექტრონული ვერსია იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა, ქაღალდის ვერსიაც იქნება ხელმისაწვდომი“, — განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრის თქმით, განათლების სამინისტრომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა წიგნების წონის, სისქის და ა.შ. სტანდარტები. მინისტრმა ასევე გამოყო მშობლებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობა ბევრად ნაყოფიერი იქნება.