ნინი რაზმაძე
- თქვენს ბავშვობაზე მომიყევით?
— 16 წლამდე ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი. შემდეგ, როდესაც ბავშვთა სახლი დავტოვე, ორი წელი ქუჩაში ვცხოვრობდი. ჩემთან ერთდ სხვა ბავშებიც იყვენენ. ფიზიკურად არ ვმუშაობდით, ვინმე თუ დაგვეხმარებოდა, ეგ იყო და ეგ. მახსოვს, ინტერნატში მივდიოდით ხოლმე, ბავშებს ვთხოვდით საჭმელი რომ მოეცათ.
- მშობლებთან ურთიერთობა?
— მათთან ურთიერთობა მაქვს, მაგრამ რა გაჭირვებაც გამოვიარე, მათთვის არასდროს მომიყოლია. როდესაც მათი ცხოვრების შესახებ მომიყვნენ, მე მათ ვაპატიე. ადამიანმა რაც არ უნდა გული გატკინოს, პატიება ყოველთვის უნდა შეგეძლოს. როცა მათი სურვილია, ყოველთვის მათ გვერდით ვარ.
- როდის შეიცვალა თქვენი ცხოვრება?
— ჩემი ყოველდღიურობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც ეკლესიურად ცხოვრება დავიწე. გავიცანი ადამიანები, დავუახლოვდი… მახსოვს, ქუჩაში ვსეირნობდი და ტაძარს რომ ჩავუარე, რაღაცნაირად შესვლის სურვილი გამიჩნდა, მას შემდეგ ხშირად დავდივარ ეკლესიაში. ერთხელ მამაომ შემამჩნია, ბევრი ვილაპარაკეთ, დამამშვიდა და მითხრა, რომ ყოველთვის გვერდით დამიდგებოდა. მომნათლეს, პატრიარქის დაც იმ ეკლესიაში მსახურობდა და მანაც შვილივით მიმიღო. ვიბრძოლე, ჩემს თავს ვებრძოლე, ღმერთს მივენდე და მას შემდეგ ჩემს ცხვორებაში ბევრი სასწაული ხდება.
- რამდენი ხანია რაც ბავშვებზე ზრუნავთ?
— 15 წელია. ყველაზე უფროსი ბავში 10 წლის არის.
- რატომ გადაწყვიტეთ ბავშვებზე ზრუნვა დაგეწყოთ?
— ბავშვობაში ბევრ რამეს ვიყავი მოკლებული, მოხარშული კვერცხსაც კი შუაზე ვიყოფდით… ამიტომ სულ ვცდილობდი ბავშვებისთვის მიმექცია ყურადღება. ჩემი შრომით, რისი საშუალებაც მქონდა, ვცდილობდი მათთვის გამეკეთებინა ყველაფერი. დავსაქმდი, ვისწავლე ხეზე მუშაობა, მომიწია მონასტრებში სიარულიც. 6 წლის განმავლობაში მონასტერში ვცხოვრობდი, ამ პერიოდში ვცდილობდი ბავშვებისთვის მაქსიმალურად მეგრძნობინებინა თანაგრძნობა და სითბო…
- ანუ ბავშვებზე პასუხისმგებლობა თქვენი წარსულდან გამომდინარე აიღეთ?
— კი, თავად ძალზე მძიმე ბავშვობა მქონდა. ნაყინი პირველად მოზრდილ ასაკში გავსინჯე. ელემენტარული სურვილები, რომლებიც მქონდა, სწორედ ამ პერიოდში ავისრულე. ამიტომ ვცდილობ, რომ ამ ბავშვებს არ მოაკლდეთ არაფერი — გართობა, კინოში, თეატრში სიარული და ა.შ.
- დასუფთავების სამსახურში მუშაობდით, რატომ წამოხვედით?
— დასუფთავების სამსახურში 5-6 წელი ვმუშაობდი, მაგრამ წამოსვლა მომიწია. ბავშობაში მცემეს და კომაში ვიყავი, ბევრი ტრავმა მაქვს გადატანილი და ექიმმა მითხრა, რომ ჩემთვის არ შეიძლებოდა მძიმე ფიზიკური დატვირთვა. როცა ვმუშაობდი, ხშირად ვპოულობდი ნაგავში ხატებს, ყველა ჩემს თანამშრომელს ვეუბნებოდი, რომ თუ მსგავს რამეს იპოვიდნენ, ჩემთვის მოეტანათ. დღესაც მაქვს სახლში ის ხატები, ზოგიც გავაჩუქე….
- როცა მეეზოვედ მუშაობდით, 13 ბავშვს უვლიდით, როგორ ახერხებდით?
— მაშინ ხელფასი მქონდა 660 ლარი. საზღვარგარეთ არის ერთი ქალი, რომელსაც დედობილს ვეძახი, მას ვუგზავნიდი აქედან რაღაცეებს, ის იქ ყიდდა, თანხას კი მიგზავნიდა.
- სხვა არავინ გეხამრებათ?
— სახელმწიფო და გამგეობა. 4 ადამიანი მყავს სოციალურად დაუცველი.
- დაბადების დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავთ… ამის გამო თებერვლის „თოვლის ბაბუაც“ კი გიწოდეს…
— ჩემს დაბადების დღეზე ბავშვებს ყოველთვის ვახალისებ, საჩუქრებს ვუმზადებ. 1 თებერვალს ბავშვებთან ერთად აღვნიშნავ. იმ დღეს მე მათი ტოლი ვხდები. მათთან ერთად ვმხიარულობ, ვხალისობ, მსიამოვნებს მათთან ურთიერთობა. პირველად ბავშვები ცირკში რომ წავიყვანე, გაოცებული იყვნენ. წელს, ჩემს დაბადების დღეზე, კინოში 120 ბავშვი მყავდა დაპატიჟებული. ერთი თვით ადრე მზადებას, სულ ვფიქრობ იმაზე, რით ვასიამოვნო და გავახარო ისინი.
- თქვენს ცხოვრებაში იყო ადამიანი, ვისთან ერთადაც ოჯახს შექმნიდით?
— არავინ გამოჩენილა. არ უნდათ იმიტომ, რომ ცოტა სხვანაირად უყურებენ ამ საკითხს, დიდი პასუხისმგებლობაა ბავშვებზე ზრუნვის აღება. ხანდახან მეუბნებიან, რომ ჩემს თავზეც უნდა ვიფიქრო. მე რომ ოჯახში გავზრდილიყავი, შეიძლება სხვანაირად მეფიქრა, მაგრამ იმ გარემოდან გამომდინარე, სადაც გავიზარდე, განსხვავებულად ვუყურებ და აღვიქვამ ბევრ რამეს.
- ყველაზე რთული პერიოდი რომელი იყო?
— როდესაც ინტერნატში ვიზრდებოდი. ბევრი რაღაც მინანია…
- როგორ ვიცი, ცალკეულ ოჯახებსაც ეხმარებით?
— კი, ვცდილობ ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე დავეხმარო მათ. ორ ოჯახს ტექნიკაც ვაჩუქე. სააღდგომოდ ათასობით კვერცხს ვღებავ და პასკებთან ერთად ვარიგებ.
- ამჟამად სად მუშაობთ?
— ჩემი დილა რვის ნახევარზე იწყება, რიყეზე ხიდს ვალაგებ, მოაჯირებს ვწმენდთ. იქედან კინო „რუსთაველში“ მივდივარ. ხელმძღვანელობაც ხელს მიწყობს. სანთლებსაც ვაკეთებ, შემოწირულობებსაც ვიღებ. ჩემი შემოსავალი დაახლოებით 1000 ლარია.
- როცა მუშაობთ ბავშვებს ვინ უვლის?
— არინ გოგონები, რომლებიც მუდმივად ყურადღებას აქცევენ ბავშვებს. თუ რამე ჭირდებათ, მირეკავენ. ყოფილა შემთხვევა, რომ ვალიც ამიღია ბავშვების გამო.
- ახლა რამდენ ბავშვს უვლით?
— ამჟამად ცხრა ბავშვს ვუვლი. ექვს დედა ჰყავს, სამს არა. მოდიან და ნახულობენ შვილებს. ორი ბინა მაქვს ნაქირვები და იქ ცხოვრობენ.
- რაზე ოცნებობთ?
— ჩემო ოცნებაა სახლი მქონდეს, სადაც ბავშებს ვაცხოვრებ და ყველანირ პირობას შევუქმნი. ჩემი ოცნებაა ამ ბავშვებს თავი მოვუყარო და როგორც დიდი ოჯახი, ისე ვიცხოვროთ. ყოველთვის ვამბობ, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვისი ბავშვები იქნებიან, ისინი ჩემი ერის შვილები არიან. სანამ ცოცხალი ვარ, მინდა ეს გავაკეთო. ჯერჯერობით, რაც შემიძლია ვაკეთებ.