ართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით დიდი მარხვა ორშაბათს იწყება. Sputnik საქართველო დიდი მარხვის კალენდარს გთავაზობთ.
2017 წელს დიდი მარხვა 27 თებერვალს იწყება და 15 აპრილის ჩათვლით გრძელდება. ოთხი მრავალდღიანი მარხვებიდან, დიდი მარხვა ყველაზე მკაცრი, ძირითადი და გრძელვადიანია. ის ექვი შვიდეულისგან ანუ 40 დღისგან შედგება და ამიტომ დიდმარხვას უწოდებენ.