თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. აშშ-ის ლუიზიანას შტატის ქალაქ ახალ ორლეანში აღლუმის საყურებლად შეკრებილი ადამიანების მასაში ავტომობილი შეიჭრა, რა დროსაც ყველაზე მცირე 50 ადამიანი დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გაზეთ Mirror-ზე დაყრდნობით.
ადრე ქალაქის პოლიციის წარმომადგენელმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი 12 დაშავებულის შესახებ განაცხადა.
„სულ მცირე 50 ადამიანი დაიჭრა, დაახლოებით ათი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია“, — ნათქვამია გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. Scene where car hit crowd watching #Endymion parade https://t.co/VrVnmKVkOA pic.twitter.com/3jbb0q4wT9
— WWL-TV (@WWLTV) 26 февраля 2017 г.
ინციდენტი ქალაქის ცენტრში შაბათს საღამოს მოხდა, საზეიმო მსვლელობის Krewe of Endymion-ის დროს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ავტომობილის მძღოლი ინტოქსიკაციის მდგომარეობაში იმყოფებოდა.
The Associated Press იუწყებოდა, რომ მომხდარ ინციდენტში დამნაშავე პირი დაკავებულია, მას ტერაქტის მოწყობა ბრალად არ ედება.
გერმანიის ქალაქ გეიდელბერგში შაბათს დანით შეიარაღებული მძღოლი ხალხში შეიჭრა, სამი ადამიანი დაშავდა, პოლიციელებმა ბოროტმოქმედი დაჭრეს. მოგვიანებით ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა. დანარჩენი ორი დაშავებული პირი გაწეული სამედიცინო დახმარების შემდეგ საავადმყოფოდან სახლში გაუშვეს.
პოლიციის მონაცემებით, მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ, რომ მამაკაცი ტერაქტის ჩადენას გეგმავდა, ამ მომენტში გამოძიებას არ გააჩნია.