თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ქუთაისი-წყალტუბოს საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს „მიცუბიშისა“ და ჟიგულის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.
შეჯახების შედეგად „მიცუბიშის“ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და ადგილზე დაიწვა. ავარიის შედეგად დაშავდა 2 პირი, რომლებიც ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში არიან გადაყვანილი. „მიცუბიშის" მარკის ავტომობილი ადგილზე დაიწვა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.