საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ცვლილებები ელის - პრეზიდენტი დისკუსიებს იწყებს

© Sputnik / Alexander Imedashviliქართველი სამხედროები
ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შეიარაღებული ძალები მაშინ არის ეფექტური, როდესაც მათ საზოგადოების მხარდაჭერა გააჩნიათ.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს ქვეყნის შეიარაღებული ძალების საკითხებზე ფართო დისკუსიის ჩატარება დაავალა.

უახლოეს პერიოდში საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში რეფორმების ჩატარებას გეგმავს, მათ შორის, არის გენერალური შტაბის ოპტიმიზაცია, სამხედრო-საჰაერო ძალების აღორძინება, ქვეითი ბრიგადების რაოდენობის შემცირება და სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობების გაუმჯობესება.

 „შეიარაღებული ძალები არ არის მხოლოდ ქვეყნის თავდაცვის ერთადერთი ფორმა, არამედ ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტი უნდა იყოს თანხმობაში, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა. მათ შორის, შეიარაღებული ძალებიც მოქმედებენ ამ ერთიანი მხარდაჭერის, გაერთიანებული საზოგადოების მხარდაჭერის ფონზე და, მაშინ არის მათი მოქმედება ეფექტიანი და შედეგიანი. შესაბამისად, დისკუსია, რომელსაც ჩვენ ვიწყებთ, დისკუსია, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევეცდებით ერთმანეთს გავუზიაროთ რანაირად და როგორ გაერთიანდეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური რესურსი, შეიარაღებული რესურსი, ერთიან ძალიან მდგრად სისტემაში, რომელიც ნებისმიერ მტერს აფიქრებინებს, ღირს თუ არა საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა, არის ის, რის თაობაზეც მე მოგიწვიეთ სასაუბროდ და სათათბიროდ“, — მიმართა მარგველაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას. 

თბილისი - Sputnik საქართველო
NUMBEO: საქართველო უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში მეშვიდეა

დისკუსიები საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება, მათში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები. დისკუსიების ეროვნული უშიშროების საბჭო ჩაატარებს.

„ჩვენი ამოცანაა გავიგოთ საქართველოში, ყველა რეგიონში იმ უსაფრთხოების შეგრძნების შესახებ, რომელიც თითოეულ ოჯახსა და მთელ საზოგადოებაში არსებობს“, — განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.

პრეზიდენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია. ის განსაზღვრავს ქვეყნის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობასა და შემადგენლობას. პრეზიდენტის თავმჯდომარეობით ეროვნული უშიშროების საბჭო ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას განსაზღვრავს და შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის საკითხს განიხილავს.


ყველა ახალი ამბავი
0