ბლინების ცხობას ტრადიციულად რუსულ სამზარეულოში ყველიერის კვირას უკავშირებენ. მათი მომზადების წესი ათასობით რეცეპტს ითვლის.
თბილისის კულინარიის აკადემიის სტუდენტებმა ბლინებისა და მათთვის გულსართის მომზადების თავისი მეთოდი შემოგვთავაზეს.
ბლინების ცომის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: ფქვილი —500გრ.
კვერცხი 2 ცალი, შაქარი — 50 გრ., არაჟანი — 200გრ., წყალი ან რძე — 1-1.5 ჭიქა, მარილი — 10 გრ.
გულსართი N1: ორი საშუალო ზომის ბანანი, 100 გრ. შავი შოკოლადი, 50 გრ. კარაქი, 50 გრ. ნაყინი, 100 გრამი სხვადასხვა სახეობის კენკრა, პიტნის ფოთლები.
გულსართი N2: მოხარშული გოგრის პიურე 200 გრ. ხაჭო — 200 გრ.
გულსართი N3: სოკო — 300გრ., ტაფაზე ზეთში მობრაწული ხახვი 100გრ., ორეგანი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
თუ როგორ მოამზადოთ ბლინების გულსართი და როგორ მორთოთ ისინი, ამის შესახებ Sputnik საქართველოს ვიდეოში შეიტყობთ.