თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ტელეარხზე Rustavi2 გადაცემა „პროფილის“ წამყვანის, მაია ასათიანის შვილის, ნუცა მახვილაძის ცხედარი საფრანგეთიდან საქართველოში გამთენიისას ჩამოასვენეს.
ნუცა მახვილაძე საფრანგეთის ერთ–ერთ კლინიკაში ხუთშაბათს, საღამოს გარდაიცვალა. ნუცა საფრამგეთში სწავლობდა. მისი მდგომარეობა ვირუსული მენინგიტის გამო გაუარესდა და ის კომაში ჩავარდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ ნუცას თანაკლასელები, ნათესავები, ასევე ტელეწამყვანის კოლეგები.