„25 თებერვალს, 14 საათზე, სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში იქნება პრემიერა ო ჰენრის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლ „წითელკანიანთა ბელადის“ პრემიერა გაიმართება, — აცხადებს „Sputnik”-თან ინტერვიუში ლაშა გოგნიაშვილი.
ლაშა გოგნიაშვილი- რეჟისორი, 2010-2013წლებში სწავლობდა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო საერთაშორისო თეატრალური აკადემიის ასპირანტურაში, დრამის რეჟისურის განხრით. 1995 წელს თბილისის ქართული ფოლკლორის მოსწავლეთა სასახლეში ჩამოაყალიბა მოზარდთა თეატრი „თეატრალი”. სხვადასხვა დროს დადგა სპექტაკლები: ცხინვალის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში — „კონკია”, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრში — „სალამურა”, თეატრში ათონელზე — „შეშლილი, შეშლილი ახალი წელი, „ჰამლეტი”,„ძველებური ვოდევილი”, „ოკეანედალეულები”,„03კ4 – თავისუფლება” (ქართულ-ფრანგული პროექტი), „შიშისმზომელი” (ქართულ-შვეიცარული პროექტი). 2014 წლიდან დღემდე ლაშა გოგნიაშვილი თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორია.