ბილეთები Aerosmith–ის კონცერტზე ორ საათში გაიყიდა

© © Sputnik/ Владимир АстапковичAerosmith-ის ვოკალისტი სტივენ ტაილერი
Aerosmith-ის ვოკალისტი სტივენ ტაილერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უმრავლესობა, რომელიც Aerosmith–ის კონცერტის ბილეთების შესაძენად პირველივე წუთებიდან იდგა რიგში, უბილეთოდ დარჩა.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ამერიკული როკ–ჯგუფის Aerosmith კონცერტზე ბილეთები ორ საათში გაიყიდა. კონცერტი 20 მაისს შეკვეთილში, Black Sea Arena–ს საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

ბილეთების გაყიდვა შაბათს, დილის 9 საათზე დაიწყო ვებ–გვერდებზე tkt.ge და biletebi.ge, ასევე Black Sea Arena–ს, თბილისის ფილარმონიისა და ბათუმის კორტების სალაროებში.

Aerosmith საქართველოში ჩამოდის ევროპული ტურნეს Aero-Vederchi Baby! ფარგლებში. ტურნე ისრაელიდან იწყება. შემდეგ ლეგენდარული მუსიკოსები კონცერტებს გამართავენ საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, დანიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში.

როკ-მუსიკოსები პირობას დებენ, რომ საქართველოში „შესანიშნავ ცოცხალ კონცერტს“ გამართავენ.

ყველა ახალი ამბავი
0