Aerosmith–ის კონცერტის ბილეთებზე რიგი დადგა

© © Sputnik/ Владимир АстапковичAerosmith-ის ვოკალისტი სტივენ ტაილერი
Aerosmith-ის ვოკალისტი სტივენ ტაილერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეგენდარული ამერიკული როკ–ჯგუფის Aerosmith კონცერტზე, რომელიც Black Sea Arena–ს სცენაზე გაიმართება, ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ამერიკული როკ–ჯგუფის Aerosmith კონცერტზე ბილეთების გაყიდვა დაიწყო – პირველივე წუთებზე ვირტუალურ რიგში ლეგენდარული ანსამბლის კონცერტზე დასწრების ასეულობით მსურველი დადგა. კონცერტი 20 მაისს შეკვეთილში, Black Sea Arena–ს საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

ბილეთების გაყიდვა შაბათს, დილის 9 საათზე დაიწყო ვებ–გვერდებზე tkt.ge და biletebi.ge, ასევე Black Sea Arena–ს, თბილისის ფილარმონიისა და ბათუმის კორტების სალაროებში.

Aerosmith საქართველოში ჩამოდის ევროპული ტურნეს Aero-Vederchi Baby! ფარგლებში. ტურნე ისრაელიდან იწყება. შემდეგ ლეგენდარული მუსიკოსები კონცერტებს გამართავენ საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, დანიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში.

როკ-მუსიკოსები პირობას დებენ, რომ საქართველოში „შესანიშნავ ცოცხალ კონცერტს“ გამართავენ. Black Sea Arena-ს სცენაზე უკვე გამოვიდნენ ისეთი მსოფლიო ვარსკვლავები, როგორიცაა Scorpions, კრისტინა აგილერა და ვანესა მეი.

კონცერტის ბილეთის ფასი 40–დან 400 ლარამდეა.

ყველა ახალი ამბავი
0